ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ერთი მილის დაშორებითაც ჩანს, რომ ხვიჩა მნიშვნელოვან მატჩსა და გოლს ეძებს“

„ნაპოლისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო ვენტურამ, ვალტერ მაცარის გუნდზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშსაც შეეხო.

„ნაპოლის ახლა აქვს კარგი შესაძლებლობა, რომ კალიარი და ფროზინონე დაამარცხოს. მოიგოს ზედიზედ ორი მატჩი და წინსვლა განაგრძონ. მაცარიმ გასახდელში სიმშვიდე დააბრუნა. გუნდმა შარშანდელის მსგავსი ფეხბურთის თამაში ისევ დაიწყო. მიზანი მთლიანი შეხვედრის ამ რიტმში ჩატარებაა.

ნაპოლის სრულად აღდგენა სჭირდება, წმინდა ცეცხლი აუცილებლად ხელახლა უნდა მოძებნონ. ოსიმენი? მას ცოტა დრო სჭირდება, რომ კონდიციები სრულად აღიდგინოს. რაც შეეხება კვარაცხელიას, მას სიმშვიდე სჭირდება. ერთი მილის დაშორებითაც ჩანს, რომ ხვიჩა მნიშვნელოვან მატჩსა და გოლს ეძებს. ეს მას ცოტა სიმშვიდეს მოუტანს და მარიო რუის დაბრუნება ამაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ფლანგზე კვარასთვის ის საუკეთესო არჩევანია“.

- განაცხადა ვენტურამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 2023 წელს ჯამში 4 მატჩის ჩატარება უწევს. სერია A-ში შინ „კალიარისთან“ (16 დეკემბერი, 21:00), იტალიის თასზე შინ „ფროზინონესთან“ (19 დეკემბერი, 23:55), და ბოლო ორი შეხვედრა სერია A-ში - სტუმრად „რომა“ (23 დეკემბერ, 23:45), შინ „მონცა“ (29 დეკემბერი, 21:30).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლოჩოშვილი 7-მატჩიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება -  Cremona Sport-ი ქართველ მცველზე
ლოჩოშვილი 7-მატჩიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება - Cremona Sport-ი ქართველ მცველზე