კილიან მბაპე, უსმან დემბელე, კრისტოფ დიუგარი
Aa
Aa

„350 მილიონიან შემტევებს გოლის გატანა არ შეუძლიათ, გუნდს 17 წლის ბავშვი ათრევს“

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონი და ამჟამად სპორტული ანალიტიკოსი კრისტოფ დიუგარი პსჟ-ს შესახებ საუბრობს.

დიუგარი პარიზელ ფეხბურთელებს ნაკლებად კრეატიულობაში ადანაშაულებს და ხას მათ ღირებულებას უსვამს.

„მინდა ვისაუბროთ შედეგსა და თამაშის სტილს შორის განსხვავებაზე. ჩვენ გვაქვს უფლება არ დავეთანხმოთ და ვიყოთ კრიტიკულები. როგორ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პსჟ-მ მატჩში წარმატებას მიაღწია, როცა გუნდი ასეთ სანერვიულო თამაშს აჩვენებს როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში?

ერთადერთი მოთამაშე, ვინც თავდაჯერებულად ითამაშა, იყო 17 წლის უორენ ზაირ-ემერი.

ფეხბურთელებს თავები და ფეხები უკანკალებთ. როგორ შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო წარმატებული მატჩი? გუნდის შეტევაში მყოფი მოთამაშეების გაფორმება 350 მილიონი ევრო დაჯდა, მაგრამ მათ გოლის გატანა არ შეუძლიათ.

ლუის ენრიკე ყოველი მატჩის შემდეგ ამბობს, რომ მეტოქეებზე მეტი შანსი ჰქონდათ. სად არის განსხვავებაა?!

ვხედავ, რომ პსჟ თამაშის არცერთ ნაწილში არ პროგრესირებს და მათ ახალგაზრდა ბიჭი ათრევს",

- განაცხადა დიუგარიმ RMC Sport-თან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე 85-ე წუთზე შეიყვანეს | აიაქსმა მოიგო და კონფერენს ლიგაზე გადავიდა
მიქაუტაძე 85-ე წუთზე შეიყვანეს | აიაქსმა მოიგო და კონფერენს ლიგაზე გადავიდა