ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, ლეროი სანე, ჟერემი დოკუ
Aa
Aa

მბაპესაც აჯობა - კვარა ჩემპიონთა ლიგაზე დრიბლინგებში პირველია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა, რომელშიც სასიამოვნოა, რომ ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

კვარა ამ სეზონში გოლებითა და საგოლე პასებით ძველებურად ვეღარ აქტიურობს, თუმცა ეს დროის თემაა და გუნდის დასტაბილურებასთან ერთად, ხვიჩაც მოუმატებს. მიუხედავად პრობლემებისა, კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე დრიბლინგებით ლიდერია.

ხვიჩას ჯამში 46 დრიბლინგი აქვს, რაც ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო მაჩვენებელია. მას 44 დრიბლინგით კილიან მბაპე მოსდევს. ქართველი წარმატებულ დრიბლინგებშიც ლიდერობს.

წარმატებული დრიბლინგები - ხუთეული ასე გამოიყურება:

1 - ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 24

2 - კილიან მბაპე (პსჟ) – 22

3 - ჯერემი დოკუ (სიტი) – 21

4 - რაფაელ ლეაო (მილანი) – 18

5 - ლეროი სანე (ბაიერნი) - 17

დრიბლინგების რაოდენობა - ხუთეული:

1 - ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) - 46

2 - კილიან მბაპე (პსჟ) - 44

3 - რაფაელ ლეაო (მილანი) – 36

4 - ელიას აშური (კოპენჰაგენი) – 32

5 - ანდერ ბარენეჩეა (რეალ სოსიედადი) – 30

კვარა სტატისტიკური მონაცემებით სხვადასხვა მხრივ ასევე ლიდერებში იმყოფება.

მაგალითად, Opta-ს მიხედვით, ქართველმა ფეხბურთელმა, ჩემპიონთა ლიგაზე, თამაშიდან (არ იგულისხმება სტანდარტული მდგომარეობები) გოლის გატანის 14 შანსი შექმნა. ხვიჩა ლიდერთა შორისაა და მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ იოჰან ბაკაიოკოსა და ჯუდ ბელინგემს აქვთ - 15-15, აშრაფ ჰაკიმის ანგარიშზე კი, რომელსაც მე-6 ტურის შეხვედრა სათამაშო აქვს, ასევე 14 შანსია.

ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქეთა კარისკენ 14-ჯერ დაარტყა და 16 საკვანძო გადაცემა შეასრულა. ხვიჩას xG (მოსალოდნელი გოლები) 0.83 გახლდათ, xA (მოსალოდნელი ასისტები) – 1.76. მის მიერ ბურთით მინიმუმ 5-მეტრიან წინსვლას დარტყმა 7-ჯერ მოჰყვა (ამ მხრივ ტოპ 10-შია), ხელსაყრელი მომენტი - 7-ჯერ (ამ მხრივ მხოლოდ ბელინგემსა და როდრიგოს ჩამორჩება).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოტეხე კვარას ფეხები“ - ნაპოლის ფანის სამარცხვინო შეძახილი სტადიონზე
„მოტეხე კვარას ფეხები“ - ნაპოლის ფანის სამარცხვინო შეძახილი სტადიონზე