ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ორჯერ მეტი და პლუს ბონუსები - ოსიმენი ახალ კონტრაქტს აფორმებს

ვიქტორ ოსიმენის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შედის.

რამდენი თვის წინ დაწყებული მოლაპარაკებები როგორც ჩანს სრულდება. Il Mattino-ს ცნობით, დე ლაურენტისს სურს, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრისთვის გუნდს ოსიმენის ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ აცნობოს.

წყაროს ცნობით, ეს სიახლე ფეხბურთელებზე დადებითად აისახება და გასახდელში მეტ სიმშვიდეს შეიტანს.

იტალიური გამოცემის თანახმად, ოსიმენის ახალი კონტრაქტი ძალაში 2027 წლამდე იქნება. ნიგერიელი წლიურად 10 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება. ამჟამად ის 4.5 მილიონს იღებს.

ორივე მხარის მიზანია, რომ კონტრაქტს ხელი იანვარში მოეწეროს, სანამ ოსიმენი აფრიკის თასისთვის ნიგერიაში გაემგზავრება.

თუ, Il Mattino-ს ინფორმაცია გამართლდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ოსიმენის ანაზღაურება საგრძნობლად გაიზრდება. ლოგიკურია ისმის კითხვა - რა ხდება და რა მოხდება კვარას შემთხვევაში, რომელიც წლიურად, ოფიციალური მონაცემებით 1.2 მილიონს იღებს...

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას კონტრაქტი ძალაში 2027 წლამდეა და დე ლაურენტისის ბოლო განცხადების თანახმად, კლუბი კვარასთვის ჯერჯერობით ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ლუზერები ხართ“ - რატომ დამალა ნეაპოლურმა მედიამ დე ლაურენტისის მიმართვა?
„ლუზერები ხართ“ - რატომ დამალა ნეაპოლურმა მედიამ დე ლაურენტისის მიმართვა?