კონფერენციის კვირის მოთამაშე - ნატალია ოთხმეზურის აღიარება
Aa Aa
8 დეკემბერი 2023  |  13:03

კონფერენციის კვირის მოთამაშე - ნატალია ოთხმეზურის აღიარება

23 წლის ქართველი კალათბურთელი ნატალია ოთხმეზური კარიერაში პირველად, NCAAW-ის მეტრო ატლანტიკის კონფერენციაში კვირის ქალ მოთამაშედ დაასახელეს.

„აიონა გაელსის“ ქართველმა ლეგიონერმა ეს აღიარება გასულ კვირაში კარგი თამაშის გამო დაიმსახურა. მისი საშუალო მონაგარი 31 წუთი, 12.3 ქულა და 4.0 მოხსნა იყო. ოთხმეზური ორქულიანებს 48.4%-ით ისროდა, სამიანებს კი 34.5%-ით.

ნატალია ოთხმეზურის „აიონა გაელსმა“ ბოლო მატჩი 8 დეკემბერს გამართა და „ჰოპსტრა“ 59:54 დაამარცხა. ნატალია ამჯერადაც გამორჩეული იყო და 28 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

აიონელებს აღნიშნულ კონფერენციაში 4 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდათ და მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას 10 დეკემბერს „სეკრედ ჰარტთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას მაგარი მატჩი - ვირტუს ბოლონიამ ბარსელონა დაამარცხა
შენგელიას მაგარი მატჩი - ვირტუს ბოლონიამ ბარსელონა დაამარცხა