NBA-ს თასი: ლეიკერსმა პელიკანსი გაანადგურა და ფინალში ინდიანას შეხვდება
Aa Aa
8 დეკემბერი 2023  |  09:22

NBA-ს თასი: ლეიკერსმა პელიკანსი გაანადგურა და ფინალში ინდიანას შეხვდება

NBAს თასზე In-Season-ტურნირის ფინალში „ლეიკერსი“ და „პეისერსი“ გავიდნენ.

„ლეიკერსმა“ „ნიურ ორლენა პელიკანსი“ 133:89 გაანადგურა. ამაში დიდი წვლილი ლებრონ ჯეიმსს მიუძღვის.

„მეფემ“ 30 ქულა, 8 გადაცემა და 5 მოხსნა გაიფორმა, რაც 23 წუთზე ნაკლებ დროში გააკეთა. დასკვნით მეოთხედში ლებრონი დაასვენეს.

შეხვედრაში გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელიც „ელეიმ“ 43:17 მოიგო.

რაც შეეხება მეორე ფინალისტს, „ინდიანა პეისერსმა“ ნახევარფინალში „მილუოკის“ 128:119 სძლია.

„ბაქსს“ იანისის 37 ქულა არ ეყო. „ინდიანას“ მხრიდან ყველაზე მეტი 27 ქულა ტაირიზ ჰალიბარტონმა ჩააგდო.

NBA-ს In-Season-ის პირველი ფინალი კვირას გამთენიისას გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძის 24 წუთი და 6 ქულა - ორლანდო ზედიზედ მეორედ დამარცხდა
ბითაძის 24 წუთი და 6 ქულა - ორლანდო ზედიზედ მეორედ დამარცხდა