დალას მავერიქსი, იუტა ჯაზი, ლუკა დონჩიჩი
Aa
Aa

დონჩიჩის ისტორიული სამმაგი დუბლი - დალასმა იუტას 50 ქულით მოუგო

NBA-მორიგ ტურში, ლუკა დონჩიჩის „დალას მავერიქსმა“ საკუთარ მოედანზე „იუტა ჯაზს“ უმასპინძლა და დიდი სხვაობით, 147:97 დაამარცხა.

მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა „მავერიქსის“ სლოვენიელმა ლიდერმა, რომელმაც ახალი ისტორიაც დაწერა. ლუკა დონჩიჩმა თამაშის პირველ ნახევარში სამმაგი დუბლი შეასრულა - 29 ქულა, 10 მოხსნა და 10 ასისტი, ასეთი მაჩვენებელი კი NBA-ს ისტორიაში არავის ჰქონია.

საერთო ჯამში, დონჩიჩმა შეხვედრა 40 ქულით, 11 მოხსნითა და 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. სლოვენიელმა კალათბურთელმა კარიერაში მეშვიდედ შეძლო 40 და მეტი ქულის აღება და ამასთან, მე-60 სამმაგი დუბლი ჩაიწერა და NBA-ს ყველა დროის კალათბურთელებს შორის მე-9 ადგილზე აღზევდა. დონჩიჩმა „ბოსტონ სელტიკსის“ ლეგენდას, ლარი ბერდს გადაუსწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები