პოგბას ფეხბურთიდან 6 წლით მოკვეთა ემუქრება
Aa Aa
7 დეკემბერი 2023  |  21:15

პოგბას ფეხბურთიდან 6 წლით მოკვეთა ემუქრება

პოლ პოგბას დოპინგის სკანდალი გრძელდება.

30 წლის ფრანგ მსოფლიო ჩემპიონს შესაძლოა ფეხბურთის თამაში 4 წლით აუკრძალონ.

Sky Sport-ის ცნობით, ანტიდოპინგური პროკურორები პოგბასთვის 4 წლით ფეხბურთისგან მოკვეთას ითხოვენ. 6 ოქტომბერს განმეორებითი ტესტის პასუხიც დადებითი იყო, რის შემდეგაც საქმის წარმოება გაგრძელდა, თუმცა ფრანგისთვის კარგი არაფერი მომხდარა.

პოგბას „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2026 წლამდეა ძალაში. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მაქსიმალური სასჯელი, რომელიც პოგბას ემუქრება, 4-წლიანი დისკვალიფიკაციაა, თუმცა დღეს Sky Sport-მა ახალი და უფრო მძიმე ცნობა გაავრცელა.

20 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონმა ტესტოსტერონზე ანალიზები ჩააბარა, დოპინგზე კი დადებითი პასუხი მიუვიდა. შემდგომ განმეორებითმა ტესტმაც საწყისი შედეგი დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის დიდი ნაწილი, პოგბამ ტრავმის გამო გამოტოვა, მიმდინარე სეზონში კი სულ 2 მატჩი აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ცენტრში? არ ვიცი, რა მოამზადა მაცარიმ“ - ალეგრი ნაპოლისთან მატჩზე
„კვარა ცენტრში? არ ვიცი, რა მოამზადა მაცარიმ“ - ალეგრი ნაპოლისთან მატჩზე