უეინ რუნი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

რუნი: მესი-რონალდუს ეპოქა დასრულდა, მომდევნო ოქროს ბურთს ჯუდი მოიგებს

უეინ რუნიმ მესისა და რონალდუს ეპოქის დასასრულზე და შემდგომ ეპოქაზე ისაუბრა. „შრეკმა“ მომავალში ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტი დაასახელა.

„თუ ბელინგემი აგრძელებს იმის კეთებას, რასაც აკეთებს, მაშინ რატომაც არა?

მესის და რონალდუს ეპოქა უკვე დასრულდა, როდესაც ისინი დომინირებდნენ. დარწმუნებული ვარ, მომავალში შემდეგი ტიტულის მოსაპოვებლად ხუთი-ექვსი მოთამაშე იბრძოლებს. ასევე მჯერა, რომ ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში ჯუდი ჯილდოს მოპოვების მთავარი ფავორიტი იქნება.

მშვენიერია, როცა ხედავ ახალგაზრდა ინგლისელ ბიჭს, რომელიც იყენებს შესაძლებლობას წავიდეს და ითამაშოს საზღვარგარეთ. ის მამაცია. მან ძალიან კარგად ითამაშა გერმანიაში, ახლა კი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბშია და მართლაც ანათებს.

მე ნამდვილად ბედნიერი ვარ მისის თამაშით და იმედი მაქვს, ამის დემონსტრირებას ევროპის ჩემპიონატზეც მოახდენს, რათა ინგლისის ნაკრებს წარმატების მიღწევაში დაეხმაროს“.

- განუცხადა Sky Sports-ს რუნიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მკითხა, იტალიის ნაკრებში ხომ არ ითამაშებო“ - კვარა სპალეტისთან შეხვედრაზე, რეალზე და ნაპოლიზე
„მკითხა, იტალიის ნაკრებში ხომ არ ითამაშებო“ - კვარა სპალეტისთან შეხვედრაზე, რეალზე და ნაპოლიზე