ხეტაფე, დანიელ კარვახალი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

MARCA: კარვახალი კარიერას ხეტაფეში გააგრძელებს

„ხეტაფე“ ძალიან ახლოსაა დანი კარვახალის დამატებასთან, რომელიც 30 ივნისს „რეალთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ უგუნდოდაა დარჩენილი. ინფორმაციამ, რომელიც პირველად ABC-მ გაავრცელა, „ხეტაფეს“ გულშემატკივრებში დიდი მოლოდინი გააჩინა. ტრანსფერს მხარს უჭერს გუნდის მთავარი მწვრთნელი xოზე ბორდალასი, რომელიც მიიჩნევს, რომ კარვახალის დამატება გუნდს გამოცდილებას, ხარისხსა და ხასიათს შემატებს.

მარჯვენა მცველი მთელი ზაფხულის განმავლობაში ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და ელოდა შეთავაზებას, რომელიც კარიერის ახალ ეტაპზე გადასვლაში დაარწმუნებდა.

„რეალში“ გატარებული პერიოდის დასრულების შემდეგ კარვახალმა გადაწყვეტილების მიღებამდე გარკვეული დროის საკუთარ თავთან გატარება არჩია. ბოლო დღეებში კი „ხეტაფეში“ გადასვლის შესაძლებლობა გამოიკვეთა და მხარეებმა შეთანხმებას მალევე მიაღწიეს.

გარიგება ჯერ საბოლოოდ გასაფორმებელია და მთავარი დაბრკოლება ლა ლიგის ფინანსური რეგულაციებია. კარვახალის ხელფასი სამეფო კლუბში საკმაოდ მაღალი იყო, მაშინ როდესაც „ხეტაფეს“ სახელფასო ლიმიტი მინიმალური გახლდათ.

მიუხედავად იმისა, რომ კარვახალი „რეალში“ მიღებულ ანაზღაურებას ვეღარ მიიღებს, ტრანსფერს მაინც სჭირდება ლა ლიგის თანხმობა. სწორედ ეს არის გარიგების საბოლოოდ დასასრულებლად დარჩენილი ბოლო ნაბიჯი.

ბორდალასისთვის კარვახალის დამატება როგორც მოედანზე, ისე გასახდელში მნიშვნელოვანი გაძლიერება იქნება. მისი გამოცდილება, კონკურენტუნარიანობა და ლიდერული თვისებები ხსნის მწვრთნელის ინტერესს, რომელიც მუდმივად ცდილობს, მოკლე შემადგენლობის გასაძლიერებლად სატრანსფერო ბაზარზე შესაბამისი ფეხბურთელები მოძებნოს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა - მბაპე 2 კვირას გამოტოვებს
ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა - მბაპე 2 კვირას გამოტოვებს