არსენალი, ასტონ ვილა, იურგენ კლოპი, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

„სიტის ჩამოწერა? ეს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ხუმრობა იქნება“ - კლოპი საჩემპიონო რბოლაზე

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუს დროს პრემიერ ლიგის საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა.

რას ამბობს კლოპი:

თუ ვინმე „მანჩესტერ სიტის“ საჩემპიონო რბოლიდან ჩამოწერს, ეს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ხუმრობა იქნება. ჩემპიონობისთვის „არსენალიც“ იბრძვის და ბოლო ტურში მათაც იგივე რაღაც გააკეთეს, რაც ჩვენ „ფულჰემთან“. გამარჯვება შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ეს უკვე წარსულია. მომდევნო თამაში 0:0-დან იწყება.

„ასტონ ვილა“ წარმოუდგენელ ფორმაშია. შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ისეთ ფეხბურთს ვერ თამაშობს, როგორსაც მისგან ელიან, მაგრამ ისინი ქულებს გაშმაგებულად იღებენ. არ ვარ დარწმუნებული, რომ „ჩელსი“ ბრძოლაში ჩაერთვება.

პრემიერ ლიგა წარმოუდგენლად ძლიერია და უნდა გაგიმართლოს, რომ რთულ მომენტებში გადარჩე, განსაკუთრებით ტრავმებთან დაკავშირებით. ასე რომ, წარმოდგენაც არ მაქვს ვინ მოიგებს ტიტულს. ბოლო წლებში ყოველთვის ორი კონკურენტი იყო, მაგრამ ახლა განსხვავებული სიტუაციაა. ჩვენ კვლავ ახლოს ვართ მწვერვალთან, მაგრამ სეზონი რთული, ხანგრძლივი და დაძაბული იქნება. მოდით, ეს აპრილში მკითხეთ.

15 ტურის შემდეგ, პრემიერ ლიგას 36 ქულით „არსენალი“ ლიდერობს, მეორე პოზიციაზე 34 ქულით „ლივერპულია“, მესამეზე 32 ქულით „ასტონ ვილა“ იმყოფება, მეოთხე პოზიციას კი 30 ქულით „მანჩესტერ სიტი“ იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები