პეპ გუარდიოლა, ანდრეა პირლო
Aa
Aa

პირლო: 2010 წელს გუარდიოლას ჩემი შეძენა სურდა, მის კაბინეტში ვისაუბრეთ

ანდრეა პირლომ Football Italia-სთან საუბრისას „მილანიდან“ წასვლის პერიოდი გაიხსენა, რა დროსაც 2010 წელს პეპ გუარდიოლა მის გადაბირებას და „ბარსელონაში“ წაყვანას ცდილობდა.

„მილანს შანსი ჰქონდა, რომ იბრაჰიმოვიჩი გაეფორმებინა და გუარდიოლამ მას სთხოვა, რათა გაეგო შემეძლო თუ არა ბარსელონაში გადასვლა. მის კაბინეტში ცოტა ვისაუბრეთ, შემდეგ იბრა მილანში ჩავიდა და მეც დავრჩი.

პეპმა მითხრა, რომ სურდა მის გუნდში ვეხილე. ის მიცნობდა, რადგან ბრეშაში ვთამაშობდი და მიცნობდა, თუმცა ერთად არ გვითამაშია. ძალიან ამაყი ვიყავი, რომ მის კაბინეტში ვისხედით და ვსაუბრობდით, თუმცა საბოლოოდ არაფერი მომხდარა.

ტრანსფერი, რომ განხორციელებულიყო სავარაუდოდ ეს საკმაოდ ლამაზი და ტექნიკური იქნებოდა, რადგან იქ ცენტრში ბუსკეტსიც თამაშობდა. ჩემთვის შესანიშნავი გამოცდილება იქნებოდა. საბოლოოდ, სხვა ბევრ ჩემპიონებთან ერთად მილანში დარჩენა ვამჯობინე“.

- ციტირებს პირლოს სიტყვებს Football Italia.

საბოლოოდ, პირლომ „მილანი“ ერთი წლის შემდეგ მაინც დატოვა და 2011-2015 წლებში „იუვენტუსში“ თამაშობდა, სადაც 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში სწორედ „ბარსელონასთან“ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დ’აგოსიტნო: კვარა ფლანგზე მარტოა, ეს პრობლემაა, რომელიც ორმაგდება
დ’აგოსიტნო: კვარა ფლანგზე მარტოა, ეს პრობლემაა, რომელიც ორმაგდება