ბორდო, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ბორდომ რუანთან წააგო და გასავარდნ ზონაშია - ზურიკო ცვლილებაზე შევიდა

საფრანგეთის ლიგა 2-ის მორიგ ტურში „ბორდო“ „რუანს“ ესტუმრა და 3:2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ „ბორდო“ 3:0-ს აგებდა და მეორე ტაიმში 2 გოლის გატანა მოახერხა.

სამწუხაროდ, ზურიკო დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში არ მოგვევლინა. ქართველი ფეხბურთელი მატჩში 61-ე წუთზე ჩაერთო, რა დროსაც ანგარიში 3:0 იყო.

ქართველი ფეხბურთელი აქტიურობდა, მაგრამ საქმე სახიფათო მომენტამდე არ მისულა. მისი გამოსვლის შემდეგ, „ბორდომ“ 2 გოლი გაიტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 57-ე წუთის შემდეგ, სტუმრები მინდორზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ.

ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, „ბორდოს“ სატურნირო ცხრილში 18 ქულა დაუგროვდა და მე-17 ადგილზე იმყოფება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელის გუნდი გასავარდნ ზონაშია.

შემდეგ ტურში „ბორდო“ „სენტ ეტიენს“ უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 16 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ასე ნაკრებში ადგილს დაკარგავს“ - იტალიელი ჟურნალისტი ლოჩოშვილზე
“ასე ნაკრებში ადგილს დაკარგავს“ - იტალიელი ჟურნალისტი ლოჩოშვილზე