ერთა ლიგის ბოლო ტური - საქართველო თურქეთთან დამარცხდა
ქალთა ერთა ლიგის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთს ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ირის ანტმანის განკარგულებაში 5 ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი არ იყო.
მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძლები დომინირებდნენ და ქართველები საკუთარ თამაშს კონტრ-შეტევებზე აწყობდნენ.
ანგარიში 26-ე წუთზე ჰიზმა გახსნა. საქართველო შეტევაში ბევრს ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ყველაზე აქტიური თეონა ბაქრაძე იყო. 41-ე წუთზე ეჩე თურკოღლუმ სხვაობა ორამდე გაზარდა და მატჩის საბოლოო შედეგი 2:0 დააფიქსირა.
ცნობისთვის, საქართველოს ქალთა ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფში 5 ქულა დააგროვა და სამწუხაროდ ბოლო ადგილზე გავიდა.