სი ჯეი მაკკოლუმი, ჯეისონ ტეიტუმი, ჯეილენ ბრაუნი, ტაირიზ ჰალიბერტონი, დომანტას საბონისი, დიაარონ ფოქსი
Aa
Aa

შიდასასეზონო ტურნირი | ინდიანამ ბოსტონს მოუგო, საკრამენტო საკუთარ კედლებში დამარცხდა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, შიდასასეზონო ტურნირის მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა. „ინდიანა პეისერსი“ „ბოსტონ სელტიქსს“ დაუპირისპირდა, „ნიუ ორლეანს პელიკანსი“ კი „საკრამენტო კინგსს“ შეხვდა.

„ინდიანასა“ და „ბოსტონის“ მატჩში გამარჯვებულის ვინაობა მეოთხე მოეთხედში გაირკვა. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთითა და 33 წამით ადრე, ანგარიში თანაბარი გახლდათ - 103:103. დარჩენილ წუთებში უკეთ „პეისერსმა“ იასპარეზა და 122:112 იმარჯვა.

„ინდიანას“ ტაირიზ ჰალიბერტონმა ულიდერა, რომელმაც სამმაგი დუბლი გაიფორმა - 26 ქულა, 10 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა. ბადი ჰილდს 21 ქულა ჰქონდა, მაილს ტერნერმა ორმაგი დუბლი გააკეთა - 17 ქულა, 10 მოხსნა. „ბოსტონის“ მაისურით ყველაზე მეტი, 32 ქულა ჯეისონ ტეიტუმმა ჩააგდო. ჯეილენ ბრაუნს 30 ქულა ჰქონდა, დერიკ უაითს - 18.

მეორე შეხვედრას რაც შეეხება, „საკრამენტო“ „ნიუ ორლეანსთან“ 117:127 დამარცხდა. 1 ქულით წაგებული პირველი პერიოდის შემდეგ, „პელიკანსმა“ მეორე მეოთხედი 9 ქულით მოიგო და „კინგსის“ უამრავი მცდელობის მიუხედავად, კომფორტული ჰანდიკაპი საფინალო სირენამდე შეინარჩუნა.

პელიკანსს 30 ქულით, 8 მოხსნითა და 6 შედეგიანი გადაცემით ბრენდონ ინგრემმა ულიდერა. იონას ვალანჩუნასს 18 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა, სი ჯეი მაკკოლუმმა 17 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. „საკრამენტოს“ რიგებში საუკეთესო დიაარონ ფოქსი იყო - 30 ქულა. დომანტას საბონისმა სამმაგი დუბლი გაიფორმა - 26 ქულა, 13 მოხსნა, 10 ასისტი, მალიკ მონკის ანგარიშზე 21 ქულა იყო.

ცნობისთვის, „ინდიანა პეისერსის“ მომდევნო მეტოქე „მილუოკი ბაქსი“ ან „ნიუ იორკ ნიქსი“ იქნება, „პელიკანსი“ კი „ლოს ანჯელეს ლეიკერსისა“ და „ფინიქს სანსის“ წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დი ლორენცომ მითხრა, მეორე ფლანგზე გადამეყვანა“ | სპალეტიმ კვარაზე ისაუბრა
„დი ლორენცომ მითხრა, მეორე ფლანგზე გადამეყვანა“ | სპალეტიმ კვარაზე ისაუბრა