ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი დი ლორენცო
Aa
Aa

„დი ლორენცომ მითხრა, მეორე ფლანგზე გადამეყვანა“ | სპალეტიმ კვარაზე ისაუბრა

იტალიის ქალაქ მილანში Gran Galà del Calcio-ს დაჯილდოება გაიმართა. მისი ორგანიზატორი იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციაა და დააჯილდოეს მთავარი მწვრთნელები, ფეხბურთელები და მსაჯები, რომლებმაც სერია A-ს გასულ სეზონში საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვეს. „ნაპოლის“ ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის საუკეთესო გოლის ნომინაციაში გაიმარჯვა და მის მიერ „ატალანტასთან“ შეგდებული ბურთი გამოარჩიეს.

ღონისძიებას „კვარას“ ყოფილი თავკაცი, ლუჩანო სპალეტიც დაესწრო, რომელიც 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მთავარი მწვრთნელი გახდა. სპალეტისა და ხვიჩას შორის გულთბილი შეხვედრა შედგა და დაჯილდოების შემდეგ, ლუჩანომ ქართველ შემტევზე ისაუბრა.

„რუსეთში 5 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. სატელეფონო ზარების განხორციელება დავიწყე და ყველა ერთსა და იმავეს მეუბნებოდა: სრულყოფილი არაა, მაგრამ დაუჯერებელი ხარისხი აქვს. არ მოველოდი, რომ ასეთი რამ მოხდებოდა და კიდევ დიდი პროგრესის მიღწევა შეუძლია. ნაპოლიში გამართული ვარჯიშებისას, მის წინააღმდეგ ჯოვანი დი ლორენცო თამაშობდა და მას კვარაზე ვკითხე: „დილო, როგორი ფეხბურთელია?“ მან კი მითხრა: „მისტერ, მეორე ფლანგზეც ათამაშეთ“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია გასული სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა და მის გარდა, მაიკ მენიო, ჯოვანი დი ლორენცო, კიმ მინ-ჯე, ალესანდრო ბასტონი, ტეო ერნანდესი, სტანისლავ ლობოტკა, ჰაკან ჩალჰანოღლუ, ნიკოლო ბარელა, ვიქტორ ოსიმენი და რაფაელ ლეაუ გამოარჩიეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„თავს ვალდებულად ვთვლით, განცხადება გავავრცელოთ“ - ჭიდაობის ფედერაციის პასუხი კურტანიძეს და ოლიმპიურ კომიტეტს
„თავს ვალდებულად ვთვლით, განცხადება გავავრცელოთ“ - ჭიდაობის ფედერაციის პასუხი კურტანიძეს და ოლიმპიურ კომიტეტს