ბუდუ გოლის შემდეგ: „კიდევ ერთხელ დავამტკიცე, რომ სასტარტოში თამაშს ვიმსახურებ“
დღეს, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-15 ტურში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ საკუთარ მოედანზე „ჰანზა როსტოკს“ შეხვდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.
ქართველი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც „კარლსრუე“ 1:2 მარცხდებოდა. ზივზივაძემ 81-ე წუთზე მეტოქის კარში გამათანაბრებელი გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა განვლილი მატჩი შეაფასა.
ბუდუ ზივზივაძე:
შეტევაში საკმარისად აგრესიულები არ ვიყავით და ჩემი აზრით, საკმაოდ ნელა ვმოძრაობდით. ვფიქრობ, კიდევ ერთხელ დავამტკიცე, რომ სასტარტოში თამაშს ვიმსახურებ. უბრალოდ ვგრძნობ, რომ კარგ ფორმაში ვარ, ჩემს საქმეს ვაკეთებ და რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ. ზამთრის შესვენებამდე ორი თამაში დარჩა და ამის შემდეგ დავფიქრდები ჩემს მდგომარეობაზე.
ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში „კარლსრუეს“ მაისურით მე-4 გოლი გაიტანა. ბუდუმ ოთხივეჯერ თავის გამოჩენა მეორე ბუნდესლიგაში შეძლო. 15 ტურის შემდეგ მისი გუნდი სატურნირო ცხრილში 17 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონაში მყოფ „შალკეს“ 1 ქულით უსწრებს. „კარლსრუეს“ მომდევნო შეხვედრა 8 დეკემბერს, სტუმრად „ჰანოვერთან“ ელის.