ლუხუმ ჩხვიმიანი
Aa
Aa

ტოკიოს გრანდ სლემი: ჩხვიმიანი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა

იაპონიაში მიმდინარე ტოკიოს გრანდ სლემზე, დღეს საქართველოს ნაკრების 9 ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან ფინალურ ბლოკში მხოლოდ ორი გავიდა. ორივე ბრინჯაოს შანსი.

ბრინჯაოს მედლისთვის პირველმა ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) იბრძოლა, რომელიც იაპონელ ნაკამურასთან რთულ დაპირისპირებაში შებოჭვის ილეთით დამარცხდა.

ასევე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს მძიმეწონოსანი ლევან მატიაშვილი იბრძოლებს, რომლის მეტოქეც რუსი ინალ ტასოევი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბერს ქართულმა დელეგაციამ 2 მედალი მოიპოვა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90 კგ) ფინალში იაპონელ სანშირო მურაოსთან დამატებით დროში იპონით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. 73 კგ-ში გიორგი ტერაშვილმა კორეელი ლი იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ასევე ბრინჯაოს შანსი ჰქონდა ეთერ ლიპარტელიანს (57 კგ), თუმცა ტაივანელ ლიენგთან შებოჭვით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტოკიოს გრანდ სლემი: მაისურაძე ფინალში დამარცხდა
ტოკიოს გრანდ სლემი: მაისურაძე ფინალში დამარცხდა