ტოკიოს გრანდ სლემი: ჩხვიმიანი და მატიაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ
Aa Aa
3 დეკემბერი 2023  |  11:01

ტოკიოს გრანდ სლემი: ჩხვიმიანი და მატიაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ

იაპონიაში მიმდინარე ტოკიოს გრანდ სლემზე, დღეს საქართველოს ნაკრების 9 ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან ფინალურ ბლოკში მხოლოდ ორმა გააღწია.

ბრინჯაოს მედლებისთვის ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და მძიმეწონოსანი ლევან მატიაშვილი იბრძოლებს.

ჩხვიმიანის მეტოქე იაპონელი ნაკამურა იქნება, ხოლო მატიაშვილის რუსი ინალ ტასოევი. ფინალური ბლოკი 12:00 საათიდან დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟი სილკ სპორტ 3-ის ეთერში იქნება.

2 დეკემბერს ქართულმა დელეგაციამ 2 მედალი მოიპოვა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90 კგ) ფინალში იაპონელ სანშირო მურაოსთან დამატებით დროში იპონით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. 73 კგ-ში გიორგი ტერაშვილმა კორეელი ლი იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ასევე ბრინჯაოს შანსი ჰქონდა ეთერ ლიპარტელიანს (57 კგ), თუმცა ტაივანელ ლიენგთან შებოჭვით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
უეფამ რუსეთი ერთა ლიგიდან მოკვეთა - კარგი ამბავი ქეცბაიას კვიპროსისთვის
უეფამ რუსეთი ერთა ლიგიდან მოკვეთა - კარგი ამბავი ქეცბაიას კვიპროსისთვის