გოგა ბითაძე
Aa
Aa

NBA: ბითაძის და ორლანდოს ზედიზედ მე-9 გამარჯვება

გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ მორიგი გამარჯვება გაიფორმა. ამჯერად „ვაშინგტონ ვიზარდს“ 130:125 სძლიეს.

ბითაძე ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში იყო. ჯამში 24:13 წუთი ითამაშა. მისი მონაგარი 3 ქულა, 5 მოხსნა, 2 დაფარება, 2 ჩაჭრა და 1 გადაცემა იყო.

„ორლანდოს“ რიგებში მორიგი ბრწყინვალე თამაში ჰქონდა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს გერმანელ ფრანც ვაგნერს, რომელმაც 31 ქულა ჩააგდო. პაოლო ბანკეროს 28 ქულა ჰქონდა.

„ორლანდოს“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 14 გამარჯვება და 5 მარცხი აქვს და მე-2 პოზიციაზე იმყოფება.

მორიგი მატჩი წააგო სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“. გრეგ პოპოვიჩის გუნდი „ნიუ ორლეანთან“ 106:121 დამარცხდა.

სანდრომ 06:04 წუთი ითამაშა. მისი მონაგარი 3 ქულა, 1 მოხსნა და 1 გადაცემა იყო. „სფურსი“ დასავლეთ კონფერენციაში 3 გამარჯვებითა და 16 მარცხით ბოლო ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას 15 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა | ვირტუს ბოლონია ბაიერნთან დამარცხდა
შენგელიას 15 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა | ვირტუს ბოლონია ბაიერნთან დამარცხდა