1-წლიანი იჯარა | შახტარმა ლაცაბიძე ქუთაისის ტორპედოში გაანათხოვრა
კრისტალსპორტის ინფორმაციით, დონეცკის შახტარის ქართველი ცენტრალური მცველის, ლუკა ლაცაბიძის ტორპედოში გადასვლა გადაწყვეტილია, ლუკა ქუთაისურ გუნდში 1-წლიანი იჯარით ითამაშებს. ფეხბურთელი ქუთაისშია და მალე კლუბი მის დამატებას დაადასტურებს.
22 წლის ლაცაბიძე თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, 2024 წელს კი „შახტარს“ შეუერთდა, რომელმაც ახალგაზრდა ქართველი მცველი ჯერ ოდესის „ჩორნომორეცში“, შემდეგ კი თბილისის „დინამოსა“ და „ვეილეში“ გაანათხოვრა. დანიურ კლუბში მას სათამაშო დრო არ მისცემია.
ლაცაბიძე Transfermarkt-ზე 500 000 ევროდ არის შეფასებული. გასული ზამთარში, დანიაში გადასვლამდე, მას „კადისს“ უკავშირებდნენ. დაიწერა, რომ ესპანელები იჯარაზე ფიქრობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, ეს გარიგება არ გამოვიდა.
ლუკას საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში რეგულარულად იწვევდნენ, ამჟამად 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელია.
2025 წელს ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში მიიწვია, თუმცა მარტში, სომხეთთან მატჩებში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, არ უთამაშია.