გოგა ბითაძე
Aa
Aa

კლიპერსი ბითაძით ინტერესდება | რა პოზიცია აქვს ორლანდო მეჯიქს

„ორლანდო მეჯიქის“ ცენტრს, გოგა ბითაძეს, ახალი მსურველი გამოუჩნდა. NBA-ის ცნობილი ინსაიდერის, მარკ შტაინის ინფორმაციით, ქართველი კალათბურთელის მიმართ ინტერესს „ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ იჩენს.

„კლიპერსი“ ბითაძის გაცვლაზე ფიქრობდა და „ორლანდოს“ დაუკავშირდა კიდეც. შტაინის მიხედვით, ამჟამინდელი მდგომარეობით, „მეჯიქს“ გოგას გაშვება არ უნდა. საქმე ისაა, რომ ერთ-ერთი სათადარიგო ცენტრი, მორიც ვაგნერი, შეუზღუდავი უფლებების მქონე თავისუფალი აგენტია და „ორლანდოს“ მისი დატოვება გაუჭირდება, რის გამოც ბითაძის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.

გოგა „ატლანტა ჰოუქსსაც“ დაუკავშირეს, მაგრამ ბოლო საათებში დაიწერა, რომ ჯორჯიელები ბითაძის ვარიანტს აღარ განიხილავენ, რადგან მის გასაცვლელად საჭირო რესურსები არ აქვთ.

ცნობისთვის, ბითაძემ რეგულარულ სეზონში მონაწილეობა 64 შეხვედრაში მიიღო და პარკეტზე საშუალოდ 15.2 წუთს ატარებდა. მისი მონაგარი ასეთი იყო: 5.9 ქულა, 5 მოხსნა, 1.3 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება და 0.6 ჩაჭრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველი ხალხის წინაშე წაგების უფლება არ მაქვს“ - მერაბმა სეხუდოსთან შეხვედრაზე ისაუბრა
„ქართველი ხალხის წინაშე წაგების უფლება არ მაქვს“ - მერაბმა სეხუდოსთან შეხვედრაზე ისაუბრა