0:2-დან 4:2 | ქალთა ნაკრების პირველი გამარჯვება ერთა ლიგაზე
Aa
Aa

0:2-დან 4:2 | ქალთა ნაკრების პირველი გამარჯვება ერთა ლიგაზე

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაზე პირველი გამარჯვება იზეიმა. ირის ანტმანის შეგირდები თბილისში ლუქსემბურგს დაუპირისპირდნენ და 2-ბურთიანი სხვაობით წაგებული პირველი ტაიმის მიუხედავად, 4:2 იმარჯვეს.

პირველ ნახევარში, საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოიყენა, ლუქსემბურგელებმა კი ექვსწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანეს და დაწინაურდნენ. მატჩის მე-19 წუთზე, თავი ანდრეია მაჩადომ გამოიჩინა, 25-ე წუთზე კი ემი ტომპსონმა გაიტანა და ლუქსემბურგი 2:0 დაწინაურდა.

პირველი ტაიმის მიწურულს სტადიონზე შუქი ჩაქრა და თამაში შეწყდა. უეფა-ს დელეგატთან კონსულტაციის შემდეგ შეხვედრა დაახლოებით ერთ საათში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 43-ე წუთიდან გაგრძელდა. 67-ე წუთზე თეონა ბაქრაძემ სხვაობა შეამცირა. მე-80 წუთზე ხატია ჭყონიამ წონასწორობა აღადგინა, ძირითადი დროის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე, ნინო ბუხრიკიძემ მესამე გოლი გაიტანა, ხოლო არბიტრის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე, ნათია დანელიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:2.

ცნობისთვის, ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ქალთა ნაკრები ხუთი ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ირის ანტმანის გუნდი 5 დეკემბერს, სტუმრად, თურქეთის ნაკრების წინააღდმეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„17 თებერვალს ჩემპიონები ვიქნებით“ | ილია თოფურიას პოსტი სოციალურ ქსელებში
„17 თებერვალს ჩემპიონები ვიქნებით“ | ილია თოფურიას პოსტი სოციალურ ქსელებში