ნაპოლი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

„მთავარი გუნდურად მუშაობაა“ - ბელინგემი ნაპოლისთან მატჩზე

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, მადრიდის „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „ნაპოლის“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა „სამეფო კლუბის“ 20 წლის ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა. ინგლისელმა ფეხბურთელმა ნეაპოლელთა წინააღმდეგ გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა, შეხვედრის ბოლოს კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

ბელინგემმა თამაშის დასრულების შემდეგ UEFA-ს გვერდთან განვლილი მატჩი შეაფასა:

ეს გოლი მნიშვნელოვანი იყო, რომელიც გუნდური მუშაობის შემდეგ გავიდა. მაქსიმალურად კონცენტრირებულები და მომთმენები უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით „ბერნაბეუზე“, რადგან აქ ჩამოსული გუნდები შედარებით სიღრმიდან თამაშობენ.

რაც შეეხება გოლის ეპიზოდს, სეზონის მიმდინარეობის პარალელურად, მოედნის ცენტრიდან საჯარიმოში შერბენებს მოვუხშირე. როდესაც დავინახე, რომ ბურთი ალაბას ჰქონდა, მაშინვე საჯარიმოსკენ დავიწყე სირბილი, მან კი თავისი ოსტატური პასით ბურთი მომცა და ისღა დამრჩენოდა, რომ ბურთი კარისკენ გადამეგზავნა. ასე რომ, ვფიქრობ, ეს გოლი მთლიანად დავიდის დამსახურებაა, - განაცხადა ინგლისელმა ფეხბურთელმა.

ჯუდ ბელინგემმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 4 შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე მატჩში შეძლო გოლის გატანა. შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვებით, მადრიდის „რეალმა“ სატურნირო ცხრილში 15 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი გაინაღდა, „ნაპოლი“ კი 7 ქულით მეორე პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როდრიგო: “მე, ბელინგემს და კვარას შეგვიძლია მსოფლიო ფეხბურთის მომავალი ვიყოთ“
როდრიგო: “მე, ბელინგემს და კვარას შეგვიძლია მსოფლიო ფეხბურთის მომავალი ვიყოთ“