ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„რუდიგერმა სიცოცხლე გაუმწარა“ - იტალიური მედიის შეფასება

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა და 4:2 დამარცხდა. ხვიჩა ნეაპოლელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა შემტევმა პირველი გოლის ეპიზოდში მთავარი როლი ითამაშა, როდესაც დი ლორენცოს ლამაზი პასი გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი ჯოვანი სიმეონეს გაატანინა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა იტალიურმა სააგენტოებმა კვარაცხელიას თამაში შეაფასეს:

CalcioNapoli24 – 5.5 ქულა: მას კარვახალისგან მჭიდრო შეზღუდვის გამოცდილება აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, მე-9 წუთზე მაინც შეძლო მომენტის შექმნა, რასაც „ნაპოლის“ გოლი მოჰყვა. როცა შესაძლებლობას პოულობდა, კარისკენაც ურტყამდა, მაგრამ მისი მცდელობები დაიბლოკა. რუდიგერმა კი ცხოვრება გაურთულა.

Tuttomercatoweb – 5.5 ქულა: ქართველი ტუზი მეტაფორულად ჯადოქარია, რომელსაც „ნაპოლი“ ქუდიდან კურდღლის ამოღებას სთხოვს. „რეალმა“ რუდიგერს მადლობა უნდა გადაუხადოს, რადგან თავისი გამოცდილების ხარჯზე თითქმის ყოველთვის ახერხებდა ქართველის შეჩერებას. შეფასებაში, ნახევარი ქულით ნაკლები შეფასება 52-ე წუთზე ჩადენილი მოქმედების გამო მიიღო, რითაც ნეაპოლელთა კონტრშეტევა გაანადგურა და გუნდს პოტენციური 3:2 ააცილა.

Eurosport.it – 6.5 ქულა: დი ლორენცოს ულამაზესი პასი ჩაუგდო და ჩოლიტო სიმეონე გოლამდე მიიყვანა. ის ნეაპოლიტანელთა შეტევებში მთავარი მოქმედი პირია, თუმცა, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ანგისასთან ერთად ოქროს კონტრშეტევა ცუდად წარმართა.

Footballnews24 – 5.5 ქულა: სტარტზე ჩვეული სიჯიუტით გამოირჩეოდა და გუნდმა უპირატესობა მისი ბრწყინვალე პასის წყალობით მოიპოვა. ამის შემდეგ, გარკვეულად არაზუსტი იყო, რის გამოც გუნდმა ორი შესანიშნავი შესაძლებლობა დაკარგა.

Tuttonapoli – 6.5 ქულა: დი ლორენცოს ბრწყინვალე პასი გაუკეთა და ამ უკანასკნელმა ჩოლიტო კარის წინ დატოვა. მოედნის შუაგულისკენ შესვლით რამდენიმე შანსი შექმნა, მეორე ტაიმის სტარტზე კი მცირედით არაზუსტი იყო.

Calcionapoli1926 – 6 ქულა: ის მუდამ ცდილობდა, რომ რაღაც განსაკუთრებული შეექმნა და მეტოქის კართან სახიფათო ყოფილიყო. შეხვედრის სტარტზე დი ლორენცოს საოცარი პასი მისცა, რასაც გოლი მოჰყვა. ის გუნდისთვის ბევრს სწირავს და ეს დასაფასებელია.

Calciomercato – 6 ქულა: ანგარიში მისი დიდებული პასის შემდეგ გაიხსნა, თუმცა, შემდეგ არასწორი თამაშით რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდი გაანიავა.

5 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფის სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება. ვალტერ მაცარის გუნდი დაკსვნითი, მე-6 ტურის შეხვედრას 13 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „ბრაგას“ წინააღმდეგ გამართავს და ფრის, ან ერთბურთიანი სხვაობით წაგების შემთხვევაშიც პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ნაპოლის მაღალი ხარისხი აქვს“ - ანჩელოტი გამარჯვების შემდეგ
“ნაპოლის მაღალი ხარისხი აქვს“ - ანჩელოტი გამარჯვების შემდეგ