AS-ის ჟურნალისტი: "ვინისიუსი მარცხნივ, კვარა მარჯვნივ. წარმოგიდგენიათ?“
როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას ოცნების კლუბი მადრიდის „რეალია“ და ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „ნაპოლი“ სწორედ „სამეფო კლუბს“ დაუპირისპირდება.
„კვარას“ მადრიდულ კარიერას არაერთი საფეხბურთო ექსპერტი უწინასწარმეტყველებს. მაგალითად, დღეს ამ საკითხზე ესპანური გამოცემა AS-ის ჟურნალისტმა ხორხე გარსიამ ისაუბრა.
რა თქვა ხორხემ?
„რას ვფიქრობ „რეალის“ და „ნაპოლის“ დაპირისპირებაზე? ვფიქრობ, ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა, რადგან ახლა ორივე გუნდის მიზანი ჯგუფში პირველ და მეორე ადგილზე გასვლაა. ფრე კი ამის გარანტია.
ვინ მოხვდებოდა „ნაპოლიდან“ „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში? ეჭვიც არ მეპარება, რომ ასეთი ხვიჩა კვარაცხელია იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მის ფლანგზე ვინისიუს ჯუნიორი თამაშობს, ვფიქრობ, მათი სწორად გადანაწილება შესაძლებელია. ვინისიუსი მარცხნივ, კვარაცხელია მარჯვნივ, ან პირიქით. წარმოგიდგენიათ რა მაგარი იქნება?“
ცნობისთვის, ამ გუნდების წინა დაპირისპირება ნეაპოლში გაიმართა და მადრიდის „რეალმა“ 3:2 მოიგო. „რეალისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა 29 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.
წინა მატჩი