დორტმუნდი, მილანი
Aa
Aa

მილანი VS დორტმუნდი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში „მილანი“ „დორტმუნდის ბორუსიას“ უმასპინძლებს. CrystalSport ამ მატჩთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

სატურნირო მდგომარეობა

ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება შესაძლოა ჯგუფიდან გასვლისთვის გარდამტეხი აღმოჩნდეს. „დორტმუნდი“ 7 ქულით ლიდერია, ხოლო „მილანი“ 5 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.

წინა მატჩი

ამ გუნდების პირველი დაპირისპირება გერმანიაში გაიმართა და ფრედ 0:0 დასრულდა. ორივე გუნდს კარგი შანსი ჰქონდა გამარჯვების, მაგრამ მომენტების რეალიზება ვერ მოახერხეს.

შიდა ჩემპიონატი

„დორტმუნდის ბორუსია“ სტანდარტულად გამოიყურება და მიუნხენის „ბაიერნს“ მისდევს, მაგრამ ახლა ლევერკუზენის „ბაიერიც“ საქმეშია და ტერზიჩის შეგირდები სატურნირო ცხრილში 24 ქულით მე-4 ადგილზე არიან. „ბორუსია“ პირველ ადგილზე მყოფ „ბაიერს“ 11 ქულით ჩამორჩება და ალბათ ჩემპიონობა გაუჭირდება. ბუნდესლიგის გასულ ტურში, „დორტმუნდმა“ „გლადბახს“ 4:2 მოუგო.

რაც შეეხება მილანს, „როსონერი“ სერია ა-ში არასტაბილურია და 26 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება. ლიდერ „ინტერს“ კი 6 ქულით ჩამორჩება. გასულ ტურში, პიოლის გუნდმა საკუთარ კედლებში „ფიორენტინას“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

დანაკლისი:

ამ მხრივ „მილანს“ სერიოზული პრობლემები აქვს. სტეფანო პიოლის განკარგულებაში ბენასერი, ლეაუ, კალდარა, კალულუ, კიაერი, ოკაფორი, მუსა და კალდარა არ იქნებიან. „დორტმუნდს“ კი მუნიე, ნმეჩა და ადეიემი დააკლდება.

რა თქვა პიოლიმ მატჩის წინ?

„წინ ძალიან რთული მატჩი გველოდება. ვფიქრობ, ეს თამაში გარდამტეხი იქნება. აქედან გამომდინარე, 90 წუთი მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ. მხოლოდ ერთს ვიტყვი. „დორტმუნდმა“ არ იცის, რა ხდება ჩემპიონთა ლიგის მატჩების დროს „სან სიროზე“. სატურნირო ცხრილში ჩამოვრჩით, მაგრამ გასვლის შანსი ისევ გვაქვს. მატჩი განსხვავებული იქნება, რადგან „დორტმუნდი“ „პარი სენ ჟერმენისგან“ განსხვავდება.

მიზანი ნათელია. ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმალურად შორს უნდა გავიდეთ. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები იმედს არ გამიცრუებენ. ჩვენ ყოველთვის გამარჯვებისთვის ვთამაშობთ. ამის ნათელი მაგალით „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩია.“

რა თქვა ტერზიჩმა მატჩის წინ?

„კარგად ვიაზრებთ იმ ფაქტს, რომ „მილანი“ არის მეტოქე, რომელთანაც შეცდომების დაშვების უფლება არ გაქვს. ამ მატჩისთვის იდეალურად უნდა მოვემზადოთ. „სან სირო“ დიდი და მნიშვნელოვანი სტადიონია. გაგვიმართლა, რომ აქ თამაშის საშუალება გვეძლევა. ვიცით, როგორც უნდა ვითამაშოთ. ყველაფრისთვის მზად ვართ.“

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „დორტმუნდის“ დაპირისპირება 28 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერის ფეხბურთელებმა ვერ იბანავეს - იუვეს გასახდელში წყალი არ მოდიოდა
ინტერის ფეხბურთელებმა ვერ იბანავეს - იუვეს გასახდელში წყალი არ მოდიოდა