კრიშტიანუ რონალდუ
Aa Aa

ტრაგედია, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუ სამუდამოდ შეცვალა

ჰო.. მისმინეთ.. ვიცი, რომ შეიძლება ეს სიცრუედ მოგეჩვენოთ, მაგრამ დავბრუნდეთ 19 წლის წინ, როცა ლიონელ მესის „ბარსელონაში“ დებიუტი ჯერ კიდევ არ ჰქონდა.. მაშინ კრიშტიანუ რონალდუ პირველ სანაკრებო ფინალს თამაშობდა..

დღეს წარმოუდგენელია ისეთი ადამიანის მოძიება, რომელიც გეტყვის, რომ რონალდუ და მესი ფეხბურთის ღმერთები არ არიან.. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალამდე, კრიშტიანუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ბოლომდე არ იყო. ის ხშირად ხვდებოდა როტაციაში..

კარიერაში მხოლოდ 12 გოლი ჰქონდა გატანილი და პორტუგალიის ნაკრებში მხოლოდ ერთხელ ჰქონდა 90 წუთი შეუცვლელად ნათამაშები..

მაგრამ ყველაფერი შეიცვალა.. როდესაც ევროპის ჩემპიონატი დასრულდა მისი სახელი ყველამ იცოდა.. ის მსოფლიოში უმაღლესი შეფასებით „ვუნდერკინდად“ ითვლებოდა და ამაზე კითხვის ნიშანს არავინ სვამდა.. წლის დასასრულს კი ახალგაზრდა შემტევი ოქროს ბურთის რეიტინგში მე-12 ადგილზე გავიდა..

ვიცი, რომ ეს თითქოს უცნაურად ჟღერს, რომ 2004 წლის ევროპის ჩემპიონატი კრიშტიანუსთვის კარიერის ყველაზე დიდი ტრაგედიაა.. იცით რატომ? პორტუგალია გახდა პირველი ევროპული ნაკრები, რომელმაც დიდ ტურნირს უმასპინძლა, ფინალში გავიდა და წააგო..

ხოლო პირადად რონალდუსთვის არა მხოლოდ პირველი, არამედ უკანასკნელი ფინალი იყო, რომლის ყურება მის მამას შეეძლო, სანამ გარდაიცვლებოდა..

მოგვიანებით რონალდუმ თქვა: „მამაჩემი მის მეგობრებს ეუბნებოდა, რომ თავისი შვილი მსოფლიოში საუკეთესო გახდებოდა. მე აბსოლუტურად ყველაფერი მოვიგე, მაგრამ მამამ ვერცერთი მათგანი ვერ ნახა..“

და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიის ფინალში გასვლისას შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს ყველაფერი წინასწარ იყო დაწერილი, თავდაპირველად სრული არეულობა და უწესრიგობა იყო..

2002 წლის მუნდიალზე, პორტუგალიის ოქროს თაობა ჯგუფიდანაც ვერ გავიდა. ფეხბურთის ფედერაცია ასეთი შედეგით სასოწარკვეთილი იყო.. მათ არ სურდათ, რომ 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე მსგავსი რამ გამეორებულიყო და მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს. მის ნაცვლად დანიშნეს სპეციალისტი, რომელსაც 2002 წელს მუნდიალი ჰქონდა მოგებული - ლუიშ ფელიპე სკოლარი..

მაგრამ პორტუგალიის შედეგი დიდად არ გაუმჯობესდა. სკოლარის გაწვრთნილმა ნაკრებმა პირველი 15 მატჩიდან მხოლოდ ნახევარი მოიგო და ისე ჩანდა თითქოს ოქროს თაობა კვლავ წარუმატებლობისთვის იყო განწირული.. უფრო უარესიც ხდებოდა.. გულშემატკივრები მათ მხარეს აღარ იყვნენ..

ზოგიერთს ის ფაქტი არ მოსწონდა, რომ შემადგენლობაში ბრაზილიაში დაბადებული დეკუ ხვდებოდა. ქომაგები თვლიდნენ, რომ მისი ხშირი თამაში მხოლოდ სკოლარის სიმპათიიდან გამომდინარე ხდებოდა..

ზოგი კი იმაზე ნერვიულობდა, რომ ქვეყანას ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა საკმაოდ დიდი თანხა დაუჯდებოდა..

დასავლეთში ერთ-ერთ ყველაზე ღარიბად მიჩნეულ ქვეყანას ევრო 2004-ის მასპინძლობა ნახევარი მილიარდი დოლარი დაუჯდა.. აშენდა 10 ახალი სტადიონი 16 გუნდისთვის..

ძირეული ცვლილებების დასაწყებად, მთავარმა მწვრთნელმა რამდენიმე მნიშვნელოვან ფეხბურთელს ზურგი შეაქცია და ნაკრებში აღარ იძახებდა. საუბარი სიმაოზე, კონსეისაუზე, ჟოაუ პინტუზე და ქუარეჟმაზეა..

მაგრამ არცერთი მათგანის გაშვება არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი, რაც შემდეგ მოხდა.. ერთ ჩვეულებრივ დღეს, სკოლარი თავისი კაბინეტიდან გამოდიოდა, რა დროსაც მასთან მორტოზა მივიდა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ იყო დაბრუნებული პორტუგალიის 18-წლამდე ნაკრების მატჩიდან..

მას ფერი არ ედო და მძიმედ სუნთქავდა. სკოლარისთან მიირბინა და უთხრა: „ღმერთო ჩემო, სკოლარი!! მათ ჰყავთ ბავშვი, რომელიც ნამდვილი ტალანტია. ის ცხენს ჰგავს!!“

„ის სწრაფი და ძლიერია..“ - გააგრძელა მორტოზამ, მაგრამ სკოლარიმ შეაწყვეტინა და უთხრა: „დამშვიდდი, მის პოზიციაზე ლუიშ ფიგუ გვყავს და ის ბავშვი არ გვჭირდება..“

მორტოზამ უპასუხა: „შენ არ გესმის! ის ნამდვილი ფენომენია, მთავარ ნაკრებში უნდა გამოვიძახოთ..“

მიუხედავად დაჟინებული მოთხოვნისა, მწვრთნელი ამ საკითხზე ბევრს არ ფიქრობდა, მაგრამ ის ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მომავალში კრიშტიანუ რონალდუზე მთელი მსოფლიო ილაპარაკებდა..

2 თვის შემდეგ, რონალდუს სახელი 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე გაჟღერდა, რომელსაც უამრავი სკაუტი ესწრებოდა. ზოგიერთი თვლიდა, რომ მომავალ ვარსკვლავს ადევნებდა თვალს, ხოლო ზოგი კი ამბობდა, რომ ის უბრალოდ მორიგი ახალი გარემარბია უბრალო და არაფრით გამორჩეული ცრუ მოძრაობებით..

მიუხედავად ამისა, 1 თვის შემდეგ კრიშტიანუ ტულონის ტურნირზე გამოვიდა, სადაც ყველა ის ადამიანი შეიკრიბა, რომლებსაც მისი სჯეროდათ.. მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ რონალდუ ეროვნულ ნაკრებში მოხვედრილიყო..

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა იმ ტურნირში მხოლოდ მონაწილეობა კი არ მიიღო, არამედ ყველა გააგიჟა. აბსოლუტურად ყველაფერი მოიგო..


ყველა ის ადამიანი, რომელიც მას უბრალოდ მორიგ ახალ გარემარბად თვლიდა სინანულში ჩავარდა. ტურნირის დასრულების შემდეგ, რონალდუ ვარსკვლავი გახდა, მაგრამ 19-წლამდე ნაკრების განაცხადის ჩასწორება უკვე გვიანი იყო..

დამერწმუნეთ, სიტუაცია უფრო გაუარესდა, მაშინ, როდესაც 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალია ფინალში გავიდა და იტალიასთან 0:2 დამარცხდა.. ამ გუნდს რონალდუმ ჩემპიონატის დაწყებამდე 3 კვირით ადრე მოუგო..

იქიდან მოყოლებული კრიშტიანუს თავდაჯერება განახლდა და წარსული მოლოდინებიც გაგრძელდა.. „სპორტინგში“ წინასასეზონო მომზადების დროს, რონალდუ უფრო და უფრო უკეთესი ჩანდა.. სულ მალე კი მისთვის ისტორიული დაპირისპირება გაიმართა „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ..

ყველამ კარგად იცის რა მოხდა შემდეგ.. რონალდუ ლეგენდებს შეხვდა და თინეიჯერული სილაღით მთელი „იუნაიტედი“ დაამცირა.. ლისაბონურმა კლუბმა 3:1 მოიგო..


სანამ პორტუგალიელი გარემარბი სახლში მივიდა მისი ტელეფონი არ გაჩერდა.. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ერთი რამ კარგად იცოდა.. „წითელ ეშმაკებს“ გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ რონალდუ მათ გუნდში ითამაშებდა..

მოგვიანებით ჯონ ოშიმ გაიხსენა, რომ თვითმფრინავში სერ ალექსი ფერგიუსონი მხოლოდ ახალგაზრდა პორტუგალიელზე საუბრობდა და მის ტრანსფერს დაჟინებით ითხოვდა.

კრიშტიანუ პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი გახდა. სკოლარი კი სულ უფრო რწმუნდებოდა მორტოზას სიმართლეში..

ის ბავშვი ფენომენი იყო. სკოლარისთვის კი შუქი გვირაბის ბოლოს, მთავარი იმედი ევროპის ჩემპიონატზე და საიდუმლო იარაღი..

თუ ადრე კითხვის ნიშანი იყო იმაზე გამოიძახებდნენ, თუ არა რონალდუს 19-წლამდე ნაკრებში, ახლა ყველა თანხმდებოდა, რომ ეროვნულ ნაკრებში აუცილებლად უნდა ეთამაშა..

პირველი მატჩის შემდეგ, ოქროს ბიჭებს თავისუფლად შეეძლოთ ეთქვათ რონალდუზე, რომ ყველა მათგანზე მეტად გაიბრწყინა.. ის მთელი სისწრაფით გარბოდა მოწინააღმდეგე გუნდის მცველებისკენ და მოსვენების საშუალებას არ აძლევდა.. ზოგი კი მის გამო წუხდა..


რონალდუ იმდენს დარბოდა, რომ ფერნადო კოუტოს ხმაც კი გაისმა, რომელმაც ვუნდერკინდს მიმართა: „ისუნთქე ბავშვო, ისუნთქე“..

გასახდელში ყველა ხედავდა, რომ კრიშტიანუ განსხვავებული მხეცი იყო. ის არასდროს იყო მორცხვი!! გასახდელშიც კი ბურთით იყო და დრიბლინგს ცდილობდა..

ამბობდნენ, რომ მატჩის წინ გასახდელში ისეთ დონეზე ხურდებოდა, რომ სტადიონისკენ მიმავალ გვირაბში უკვე გაოფლიანებული იყო..

ხშირად სკოლარი იძულებული იყო, რომ სავარჯიშო ბურთები საგულდაგულოდ დაემალა, რათა კრიშტიანუ ასე მაინც გაჩერებულიყო..

თუ რონალდუს მენტალიტეტი უკვე სხვა დონეზე იყო ასული, ეს აუცილებლად მისი თანაგუნდელების დამსახურება იყო.. სკოლარიმ განაცხადა: „თანაგუნდელებმა მას ეს მენტალიტეტი მისცეს, არასდროს აღიზიანებდნენ და სულ ეუბნებოდნენ: „მიდი ბავშვო, ჩაიდინე რამე ჯადოქრობა, ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ დაგეხმაროთ..“

იმ ფორმაციის პორტუგალიის ნაკრები უბრალო ნაკრებზე გაცილებით მეტი იყო!! ეს იყო ერთი დიდი და შეკრული ოჯახი!!

ამ ყველაფრის წყალობით მათში გაქრა ყველა ის იმედგაცრუება, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში დაგროვდა. ფეხბურთელებს ამ ახალი ძალის წყალობით იმედი მიეცათ, რომ ნანატრ ტიტულს მოიგებდნენ.. ახალი სისხლი ისტორიის დაწერაში უნდა გამოეყენებინათ..

მაგრამ შემდეგ გახსნითი მატჩი საბერძნეთთან.. 7 წუთის შემდეგ პორტუგალია აგებდა. რონალდუ მეორე ტაიმში გამოვიდა როგორც კოშტინიამ თქვა ის მაქსიმალურად ცდილობდა, რომ გარდატეხა შეეტანა.

ის იმდენად მონდომებული იყო, რომ შეცდომა დაუშვა.. კრიშტიანუს გამო პორტუგალიის კარში პენალტი დაინიშნა - 0:2..

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა, მაგრამ ამან ვერაფერი შეცვალა. პორტუგალია დამარცხდა და ტკივილი აუტანელი იყო..


პორტუგალია ვალდებული იყო, რომ ასეთი სახის მატჩები მოეგო. ვგულისხმობ იმას, რომ ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ, ერთ-ერთმა ბერძენმა ფეხბურთელმა შემდეგი რამ თქვა: „ჩვენი ერთადერთი მიზანი მატჩის მოგების მცდელობაა.“

პორტუგალიამ კი დაუშვა, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო.. რაღაც უნდა შეცვლილიყო და სკოლარიმ სასოწარკვეთილ ზომებს მიმართა..

მწვრთნელმა პირველ რიგში საკუთარი გუნდი ავტობუსში შეკრიბა და შეამოწმა რამდენად რეალურად აღიქვამდნენ მოცემულ სიტუაციას: „ხვდებით ეს რას ნიშნავს? ჩვენ უკვე ზღვარზე ვართ, ერთი შეცდომის უფლება გვქონდა და ახლა აღარ გვაქვს.“

ამ განცხადების შემდეგ სკოლარიმ გააკეთა ისეთ რამ, რამაც მთლიანად ტურნირის კურსი შეცვალა.. სათადარიგოთა სკამს გადახედა და დაინახა, რომ მის გვერდით ჩემპიონთა ლიგის 3 გამარჯვებული იჯდა..

სამივე მათგანი ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ყველაფერი შეიცვალა.. შემდეგ მატჩში რუსეთის წინააღმდეგ, მე-7 წუთზე ნახსენები სამიდან ორმა კომბინაცია გაითამაშა. დეკუმ მანიშეს საგოლე პასი გაუკეთა და ამ უკანასკნელმა გაისროლა..

მეორე ტაიმში მოედანზე რონალდუ გამოჩნდა, რომელმაც რუი კოშტას გაუკეთა საგოლე პასი - პორტუგალიამ 2:0 მოიგო.

მეოთხედფინალსა და ჯგუფურ ეტაპს შორის მხოლოდ ესპანეთის ნაკრებიღა იდგა. ესპანეთი - პორტუგალიის მარადიული მეტოქე.. ნაკრები, რომელიც 23 წელი დამარცხებული არ ჰყავდათ.

მატჩი ჩაკეტილი და დაძაბული გამოვიდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ინაკი საესმა მეორე ტაიმში უცნაური რამ გააკეთა. მან ყვირილი და ხელების ქნევა დაიწყო. თავის ფეხბურთელებს ამცნო, რომ რუსეთი საბერძნეთს ამარცხებდა და ასეთ შემთხვევაში, თუ პორტუგალიისა და ესპანეთის დაპირისპირება ფრედ დასრულდებოდა, ორივე ნაკრები ჯგუფიდან გავიდოდა..

კარლეს პუიოლმა ნუნუ გომეშთან ვაჭრობა დაიწყო. შეიძლება ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ორივეს პირველი ადგილი სურდა.. მატჩის 57-ე წუთზე, სწორედ გომეშმა შეცვალა ყველაფერი და ესპანეთს წარმოუდგენელი გოლი გაუტანა.. ამ შედეგით კი „ფურია“ როხა ჯგუფში ჩარჩა..


ერთი რამ, რაც იმ მომენტში არ იცოდნენ იყო ის, რომ საბერძნეთი შემდეგ ეტაპზე გავიდა..

დიახ, შეიძლება ითქვას, რომ კარმამ ძალიან მალე იმოქმედა.. ალბათ მაშინ ამაზე ფიქრის დრო არავის ჰქონდა, რადგან შემდეგი მატჩი ლეგენდარული უნდა ყოფილიყო..

პორტუგალია ინგლისის წინააღმდეგ..

ერთი ოქროს თაობა მეორეს წინააღმდეგ, მაგრამ ძალიან განსხვავებული გზით ჩემპიონობისკენ.. თუ პორტუგალიამ ჯგუფურ ეტაპზე იწვალა, ინგლისს მსგავსი პრობლემები არ ჰქონდა..

ერთ მხარეს ფიგუ, რონალდუ, დეკუ და რუი კოშტა, ხოლო მეორე მხარეს ლამპარდი, რუნი, ოუენი, ჯერარდი..

ყველამ იცოდა, რომ მშვიდი მატჩი არ იქნებოდა და ეს დაწყებიდან 3 წუთში დამტკიცდა.. ოუენმა გაიტანა.. ყველაფერი დამძიმდა.. სიტუაცია უკონტროლო ჩანდა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მატჩის დაწყებიდან 1 საათი იყო გასული და კვლავ 0:1 ფიქსირდებოდა..

კრიშტიანუ ეშლი კოულს აბუჩად იგდებდა, მაგრამ საბოლოო მიზანს ვერ აღწევდა.. და შემდეგ სკოლარიმ გენიალური გადაწყვეტილება მიიღო..

16 წუთის ინტერვალში სამი ცვლილება გააკეთა. კოშტინია, რომელიც დაცვითი სტილის ნახევარმცველია სიმაოთი ჩაანაცვლა. ფიგუს ნაცვლად ჰელტერ პოშტიგა გამოიყვანა და ამით საჯარიმოში მეტი ხიფათი გაზარდა, ხოლო მარჯვენა მცველის მიგელის ნაცვლად, რუი კოშტა ჩაერთო მატჩში..

პორტუგალიამ თამაშის მოსაგებად ყველაფერი გააკეთა. 83-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა ფეხბურთელებმა გაამართლეს. სიმაომ პოშტიგას გადააწოდა და ამ უკანასკნელმა ანგარიში გაათანაბრა..

შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც რუი კოშტამ ბრწყინვალე დარტყმით პორტუგალია დააწინაურა. სკოლარის მხრიდან ეს სამწვრთნელო მასტერ კლასი იყო..

ფრენკ ლამპარდმა გაათანაბრა.. თითოეული მოთამაშე იმსახურებდა გამარჯვებას, მაგრამ ყველაფერი პენალტების სერიაში უნდა გადაწყვეტილიყო.. ბექჰემმა ცუდად დაიწყო და თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. პორტუგალიელთა მხრიდან დეკუმ და სიმაომ გაიტანეს.. შემდეგ რუი კოშტამ გააფუჭა და წონასწორობა აღდგა. მეშვიდე პენალტის დასარტყმელად ბურთთან ვასელი მივიდა, რომელმაც ვერ გაიტანა..

პორტუგალიას მხოლოდ ერთი ზუსტი პენალტი სჭირდებოდა. დასარტყმელად ნუნუ ვალენტე დაიძრა, მაგრამ მეკარე რიკარდომ ის გააჩერა, ხელთათმანები მოიხსნა და დარტყმა თავის თავზე აიღო.. გამორბენი, დარტყმა, გოლი და პორტუგალია ნახევარფინალშია!!


ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი ფეხბურთში, რაც კი ოდესმე მინახავს.. და ეს ასევე იყო მომენტი, როცა ყველა პორტუგალიელმა დაიჯერა, რომ ევროპის ჩემპიონატის მოგება შესაძლებელი იყო..

ნახევარფინალში პორტუგალიის ნაკრებმა ნიდერლანდებთან ალბათ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მატჩი ჩაატარა და რა თქმა უნდა, ამის მთავარი შემოქმედი კრიშტიანუ რონალდუ იყო..

ნებისმიერ მომენტში, როდესაც ის ბურთს ეხებოდა გულშემატკივრები ფეხზე დგებოდნენ. რონალდუმ 26-ე წუთზე გაიტანა, მაისური გაიხადა და გოლი ისე აღნიშნა, რომ თითქოს ის უკვე მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი იყო..

წარმოიდგინეთ მისი გამბედაობა..

როგორც პაულეტამ თქვა: „ის უბრალოდ ყველასგან განსხვავებულია. მონსტრი, რომელიც ასეთ ასაკში, ასეთ რაღაცებს აკეთებს.. ეს ყველას არ შეუძლია..“

მაშინვე ყველა მიხვდა, რომ უბრალო ფეხბურთელს არ ვუყურებდით. საქმე ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოსთან გვქონდა!!..

და რა თქმა უნდა, რონალდუ ამაზე არ გაჩერებულა..

მატჩის დაწყებიდან 1 საათი იყო გასული და ბურთი კუთხურზე გადავიდა. ჩასაწოდებლად ფიგუ წავიდა, მაგრამ კრიშტიანუმ თავისი „სითავხედე“ კიდევ ერთხელ გამოავლინა, ბურთთან პირველი მივიდა და კუთხური ძალიან სწრაფად გაითამაშა..

იმ მომენტში მატჩის რეჟისორს გულშემატკივრების კადრი ჰქონდა შერჩეული და მხოლოდ მაშინ გადართო ეპიზოდზე, როცა ბურთი ბადეში შედიოდა.. რონალდუს ასისტით მანიშემ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა..

5 წუთში ჟორჟე ანდრადემ ავტოგოლი გაიტანა და სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა. რომ არა რონალდუს ძალისხმევა პორტუგალია ფინალში ვერასდროს გავიდოდა..

მისი წყალობით, რამდენიმე ნახევარფინალური მარცხების შემდეგ(ინგლისში 1966 წელს, საფრანგეთში 1984 და 2000 წელს) პორტუგალია საბოლოოდ გავიდა ფინალში..


ბედნიერებამდე მხოლოდ საბერძნეთის დამარცხება იყო დარჩენილი.. ემოციები გაცილებით გაძლიერდა ფინალში გასვლის შემდეგ.. ტურნირის დაწყებამდე ყველაფერი სხვანაირად იყო.. ყველა პრობლემის დაძლევით, პორტუგალიამ გულშემატკივრების გული საბოლოოდ მოიგო..

ბოლო რამდენიმე კვირა ფეხბურთს გასცდა.. ევროპის ჩემპიონატი უკვე რიგით მოვლენაზე მეტი იყო.. მათ შეცვალეს პორტუგალია, მათ განსაზღვრეს ათწლეული და იმ მომენტში მათ უკან მთელი ქვეყანა იდგა..

სკოლარიმ გულშემატკივრებს სთხოვა, რომ პორტუგალიის დროშა საკუთარ აივნებზე გამოეფინათ და რამდენიმე საათში აღარ დარჩა მაღაზია, სადაც პორტუგალიის დროშის ყიდვა იყო შესაძლებელი.. მარაგი ამოიწურა.. ჯამში 5 მილიონზე მეტი დროშა გაიყიდა..

სრული ეიფორია იყო.. და როცა გუნდის ავტობუსი სტადიონისკენ დაიძრა.. იმ კადრებს და ატმოსფეროს არავინ დაივიწყებს.. აბსოლუტურად ყველგან იყვნენ გულშემატკივრები.. გზებზე, მეტროში, ხეებზეც კი აძვრნენ..

ყველა გარეთ იყო იმისთვის, რომ თავიანთი ნაკრებისთვის ახლოდან შეეხედათ.. ძნელი სათქმელია ვინ უფრო შიშის მომგვრელი იყო.. გულშემატკივრები, თუ თავად ფეხბურთელები, რომლებიც ვერ იჯერებდნენ, რომ ამხელა სიყვარულს იღებდნენ..

რუი კოშტამ მოგვიანებით ამ ყველაფერზე თქვა: „მთელმა ქვეყანამ ხელში აგვიყვანა და სტადიონამდე ისე გვატარა..“

ინგლისის და ნიდერლანდების დამარცხების შემდეგ, გაჩნდა აზრი, რომ პორტუგალიას წაგება აღარ შეეძლო, მითუმეტეს საბერძნეთთან..

2004 წლის ევროპის ჩემპიონატამდე, საბერძნეთს დიდ ტურნირზე ერთი გამარჯვებაც კი არ ჰქონდა.

ჯანდაბა..

გოლიც კი არ ჰქონდათ გატანილი..

ბევრი ფიქრობდა, რომ საბერძნეთს ფინალში გასვლა არ ეკუთვნოდა..

საბერძნეთი ფინალამდე ისე მივიდა, რომ საშუალოდ ერთ მატჩში 48-ჯერ ჯარიმდებოდა.. პლეი-ოფში კი ერთზე მეტი გოლი ვერავის გაუტანეს.. ოტო რეხაგელს მოსაწყენი ტაქტიკა და მკაცრი დისციპლინა ჰქონდა..

ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის ისინი ანტი-ფეხბურთს თამაშობდნენ.. სინამდვილეში, როგორც უკვე ბევრჯერ ვთქვი, მახინჯ ფეხბურთშიც არის სილამაზე..

რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ბერძნები არ იყვნენ 300, მაგრამ პორტუგალიაში ჩავიდა 23 კაცი, რომლებსაც ნიჭის ნაკლებობა ჰქონდათ, თუმცა უწყვეტი კავშირით საფეხბურთო მწვერვალზე ავიდნენ..

საბერძნეთს პორტუგალიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ტრაგედიის შესაქმნელად მატჩში 1 კუთხური და 1 დარტყმა დასჭირდა.. და როგორც ნებისმიერი ბერძნული ტრაგედია, ესეც ცრემლებით დასრულდა.. 

კამერები რონალდუს იღებდნენ და ყველამ დაინახა, თუ როგორ ტიროდა ბავშვი, რომელმაც მომავალში მსოფლიო დაიპყრო.. იმ დროს ეს დამანგრეველი იყო, მაგრამ ჩანდა მასში რაღაც განსაკუთრებული..

მოგვიანებით კოშტინიამ თქვა: „სასაცილოა, რომ კამერები კრიშტიანუს ცრემლებს უღებდნენ. ის მომენტი ახალი ვარსკვლავის დაბადება იყო..“

და თუ ამაში ვინმეს ეჭვი გეპარებათ, ნება მომეცით ბოლოს რაღაც კონკრეტული გითხრათ..

როდესაც რონალდუ გასახდელში შევიდა, ყველა იმაზე საუბრობდა, რომ ქვეყანამ ტიტულის მოგების ბოლო შანსი დაკარგა..

კრიშტიანუმ ყველა გააჩუმა და უთხრა: „ვიცი, რომ ეს ბოლო შანსი არ იყო!!..“

და კიდევ ერთხელ.. ის მეამბოხე იყო..

გაზიარება: