ირის ანტმანი, საქართველოს ქალთა ნაკრები
Aa
Aa

საქართველოს ქალთა ნაკრები ლუქსემბურგთან და თურქეთთან მატჩებისთვის ემზადება

 საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები წლის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადება. 1 დეკემბერს, ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩს ჩვენი გუნდი თბილისში, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს. 5 დეკემბერს, წლის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრები თურქეთს სტუმრად დაუპირისპირდება.

მოახლოებული მატჩებისთვის ჩვენი გუნდი 23 ფეხბურთელით ემზადება. ტრავმის გამო, საქართველოს ნაკრებს ანა ჩემინავა და ლელა ჭიჭინაძე ვერ დაეხმარებიან.

მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით, საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელმა ირის ანტმანმა კომენტარი გააკეთა.

ირის ანტმანი:

„ლუქსემბურგის წინააღმდეგ სტუმრად ჩატარებული მატჩი საუკეთესო იყო ჩვენი გუნდისთვის ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში. მოახლოებულ შეხვედრას დანაკლისით ვხვდებით. ტრავმის გამო ჩვენი კაპიტანი, ანა ჩემინავა და ლელა ჭიჭინაძე ვერ დაგვეხმარებიან. მათ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ლიეტუვასთან ბოლო მატჩი კარგად არ ჩაგვიტარებია. მეტოქემ კარგად ითამაშა, ჩვენ კი საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ, დაგვაკლდა კონცენტრაცია. დარწმუნებული ვარ, მომდევნო მატჩებში ეს შეიცვლება".

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: თეონა სუხაშვილი (ლანჩხუთი), სვეტალნა გაბელაია (კოლხეთი, ხობი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი)

დაცვა: მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), თამარ ტატუაშვილი (ტრაბზონსპორი, თურქეთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია), ნათელა წოწერია (კვარტალი, თბილისი), ანა პავლიაშვილი (სამეგრელო, ჩხოროწყუ)

ნახევარდაცვა/თავდასხმა:  ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), ანა წულაია (ლანჩხუთი), ტატიანა მატვეევა, თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), ნინო ბუხრიკიძე (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ხატია ჭყონია (ბათუმი), მაიკო ბებია (სამეგრელო), ანასტასია ბოლქვაძე (ლანჩხუთი), ლიზი კანკია (კვარტალი)

Nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ეს გამარჯვება ჩემს ლანჩხუთს ეძღვნება“ - ქსკ ლანჩხუთი საქართველოს ჩემპიონია
“ეს გამარჯვება ჩემს ლანჩხუთს ეძღვნება“ - ქსკ ლანჩხუთი საქართველოს ჩემპიონია