ხვიჩა კვარაცხელია, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

„გარსიამ ბანალური შეცდომა დაუშვა“ | იტალიელი ჟურნალისტები კვარაზე და მაცარის დებიუტზე

„ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელის, ვალტერ მაცარის დებიუტი „ატალანტასთან“ შეხვედრაში შედგა. „პარტენოპეიმ“ 2:1 იმარჯვა და პირველი გოლი ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა. მატჩის შემდეგ, იტალიელმა ჟურნალისტებმა „კვარაზე“ და მაცარის ფორმაციის გუნდზე ისაუბრეს.

პეპე იანიჩელი: „ნაპოლის თამაშით კმაყოფილი ვარ და პარტენოპეი არის გუნდი, რომელმაც დაკარგული ენთუზიაზმი დაიბრუნა. რეალის წინააღმდეგ თამაში მარტივი არ იქნება. ნაპოლი სტუმრად იასპარეზებს და ესპანელებს ექნებათ მხარდაჭერა ქომაგების, რომლებმაც იციან, შესანიშნავი ჩემპიონები როგორ დააფასონ. ვიცი, რომ ვალტერ მაცარი კვარაცხელიას ნახევარმცველადაც ხედავს და აპირებს, ამ როლში გამოიყენოს. ეს იდეა ჩემთვის ძალიან დამაინტრიგებელია. მაცარი ამბობს, რომ ქართველი ფეხბურთელი უკეთ უნდა გაიცნოს და კარგად შეისწავლოს, რასაც დრო სჭირდება“.

ბეპე ბრუსკოლოტი: „კვარაცხელიას შეზღუდვა გაუფრთხილებლობა იყო და რაღაც მხრივ, გარსიას მუშაობა მიუღებელი გახლდათ. ნაპოლიმ ენთუზიაზმი დაიბრუნა და გულშემატკივრები ფეხბურთელებს მოტივაციას აძლევენ. მაცარის გუნდმა თითოეულ მატჩზე ინდივიდუალურად უნდა იფიქროს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში პროგრესის გარანტორი იქნება. ვალტერის გამოცდილება მნიშვნელოვანი ფაქტორია და მან იცის, გუნდს მოტივაცია როგორ მისცეს“.

ფაბიო კარესა: „უცნაურად ძლიერი ადამიანი უნდა იყო, გუნდში მოსვლისთანავე ვიქტორ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიას კამათი რომ დაუწყო. რუდი გარსიამ ყველაფერი არასწორად გააკეთა. როცა იტალიის ჩემპიონში გადადიხარ, წარსული არ უნდა უარყო და წამყვან ფეხბურთელებს არ უნდა დაუპირისპირდე. ეს ბანალური შეცდომაა, რომელიც უბრალოდ არ მესმის. მაცარი ჭკვიანი ადამიანია და მის ნაპოლის ეტყობა, რომ იცის, ვის როგორ ეთამაშოს“.

ცნობისთვის, „კვარა“ სერია A-ში ბოლო 2 სეზონის განმავლობაში არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ყველა ტურნირზე ერთად 18 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასეთი შედეგი იტალიაში არავის აქვს. რაც შეეხება ევროპის მასშტაბით, ხვიჩა მეექვსეა. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ მესის, საკას, გრიზმანს, ვინისიუსს და სალაჰს აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძის ჩატენვები ჰორნეთსთან | ორლანდო მაგარ ფორმაშია და ისევ მოიგო
ბითაძის ჩატენვები ჰორნეთსთან | ორლანდო მაგარ ფორმაშია და ისევ მოიგო