ეკო გორგოძე
Aa
Aa

წყვილთა თანრიგი - გორგოძე ფლორიანაპოლისის მეოთხედფინალში გავიდა

ეკო გორგოძე ამერიკელ მეწყვილე ჯემი ლოებთან ერთად ბრაზილიის კონკრეტულად კი ფლორიანაპოლისის ტურნირში იღებს მონაწილეობას, რომლის საპრიზო ფონდი 119 000 დოლარი გახლავთ.

ქართულ/ამერიკული დუეტი მერვედფინალში ბრაზილიურ/არგენტინულ წყვილს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:2 7:5 დაამარცხა. მატჩი 1 საათი და 15 წუთი გრძელდებოდა.

პირველ სეტში, მაშინ, როდესაც ანგარიში 2:1 იყო, ეკომ და ლოებმა ბრეიკი შეასრულეს და წინ გავიდნენ, თუმცა უმალ საკუთარი ჩაწოდება წააგეს. მიუხედავად ამისა, მეექვსე გეიმში კვლავ ბრეიკი შეასრულეს, წინ გავიდნენ და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს.

მეორე სეტი შედარებით დაძაბული გამოდგა. ფაქტობრივად, წყვილები საკუთარ ჩაწოდებაზე საშინლად თამაშობდნენ და კორტზე არეულობა სუფევდა. საბოლოოდ, უფრო ზუსტი მაინც ეკო და ჯემი გამოდგნენ და მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს.

ცნობისთვის, მეოთხედფინალში გორგოძე და ლოები სარა ერანის(იტალია) და ლეოლია ჟანჟანის(საფრანგეთი) წყვილს დაუპირისპირდებიან.

კრისტალსპორტი - ეკატერინე გორგოძის გენერალური სპონსორი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარიერაში მეშვიდედ | ჯოკოვიჩმა სუპერ სეზონი შემაჯამებლის მოგებით დაამთავრა
კარიერაში მეშვიდედ | ჯოკოვიჩმა სუპერ სეზონი შემაჯამებლის მოგებით დაამთავრა