ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი, ზურაბ მსხალაძე
Aa
Aa

U20 ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი | ზურაბ მსხალაძე ბრინჯაოს პრიზიორია

მექსიკაში მიმდინარე 20-წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მორიგი მედალი მოიპოვა.

დღეს გამთენიას, ფიცარნაგზე ჩვენი ქვეყნის სახელით 89 კგ. კატეგორიაში ზურაბ მსხალაძე წარსდგა, რომელმაც ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

ახალგაზრდა ძალოსანმა ატაცში 150 და 155 კილოგრამები დააფიქსირა და მე-4 ადგილი დაიკავა. აკვრაში კი 187 და 191 კილოგრამების დაძლევით ასევე მე-4 ადგილი ერგო. ორჭიდის ჯამში, მსხალაძემ 346 კგ. დააგროვა და საპატიო, მე-3 ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს 20-წლამდე ნაკრების ანგარიშზე 3 ბრინჯაოს მედალია. ზურაბ მსხალაძის გარდა, ორი ბრინჯაოს მედალი აკვრაში და ორჭიდის ჯამში საბა ასანიძემ მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები