საბა ასანიძე, ნიკოლოზ ესართია
Aa
Aa

U20 მსოფლიო ჩემპიონატი | საბა ასანიძემ ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მექსიკაში მიმდინარე 20-წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. გამთენიას, ფიცარნაგზე 81 კგ. წონით კატეგორიაში საბა ასანიძე და ნიკოლოს ესართია წარდგნენ.

საქართველოს დელეგაციას პირველი მედალი საბა ასანიძემ მოუტანა. ახალგაზრდა ძალოსანმა ატაცში 145 და 149 კილოგრამები დაძლია და კატეგორიაში მე-4 ადგილი დაიკავა, აკვრაში კი 180 და 184 კილოგრამების დაძლევით მესამე პოზიციაზე გავიდა. ორჭიდის ჯამში, ასანიძემ 333 კგ. დააფიქსირა და ტურნირი ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

რაც შეეხება ნიკოლოზ ესართიას, ახალგაზრდა ძალოსანმა ატაცში 135/140/144 ასწია და მე-10 ადგილზე გავიდა, აკვრაში კი 170 და 177 კილოგრამებს მოერია და მე-9 ადგილს დასჯერდა. ესართიამ ორჭიდის ჯამში 321 კგ. დააფიქსირა და საერთო ჩათვლაში მე-8 ადგილი დაიკავა.

ასანიძის და ესართიას გამოსვლა:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
U23 ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს პრიზიორია
U23 ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს პრიზიორია