ნოვაკ ჯოკოვიჩი, იანიკ სინერი
Aa
Aa

კარიერაში მეშვიდედ | ჯოკოვიჩმა სუპერ სეზონი შემაჯამებლის მოგებით დაამთავრა

იტალიის ქალაქ ტურინში მამაკაც ჩოგბურთელთა წლის შემაჯამებელი ტურნირი დასრულდა. ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღნიშნული გათამაშება კარიერაში მეშვიდედ მოიგო.

სერბმა ლეგენდამ ფინალურ მატჩში ადგილობრივ იანიკ სინერს აჯობა. სხვათა შორის, ჯგუფურ ეტაპზე ნოვაკმა სინერთან 3 სეტში წააგო. თუმცა, დღეს თამაში შესანიშნავად გააკონტროლა და საათსა და 43 წუთში, 6:3; 6:3 იმარჯვა.

„უდავოა, რომ ეს სეზონი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესოა“, - ამბობს ნოვაკი წელზე, რომლის დროსაც 55 მატჩი მოიგო და მხოლოდ 6-ჯერ დამარცხდა.

მან შემაჯამებელზე ტიტული დაიცვა, შესაბამისად, მსოფლიო რეიტინგის პირველ ადგილსაც ინარჩუნებს - კარლიტოს ალკარასთან ხვალიდან ქულათა სხვაობა თითქმის 2500-მდე გაიზრდება.

როგორც უკვე გითხარით, ჯოკოვიჩმა წლის შემაჯამებელი ტურნირი კარიერაში მეშვიდედ მოიგო - 2008; 2012; 2013; 2014; 2015; 2022 და 2023.

აქვე ვთქვათ, რომ იანიკ სინერი პირველი იტალიელია, რომელიც მამაკაცთა წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში გავიდა.

მამაკაცთა საჩოგბურთო სეზონში გასამართი მხოლოდ დევისის თასის ფინალები (21-26 ნოემბერი) და ახალი თაობის წლის შემაჯამებელი ტურნირი (28 ნოემბერი-2 დეკემბერი) დარჩა. ამის შემდეგ ATP-ში დაახლოებით 1-თვიანი პაუზა გამოცხადდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
U23 ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს პრიზიორია
U23 ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს პრიზიორია