ეკო გორგოძე
Aa
Aa

ჩილეს ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი - გორგოძე ფინალში გავიდა

ჩილეში თიხის საფარზე სულ მალე საერთაშორისო ტურნირი დაიწყება. საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობას ეკო გორგოძე იღებს, რომელიც არგენტინელ კაპურო ტაბორდას დაუპირისპირდა და ძალიან მარტივად ორ სეტში 6:2 6:1 დაამარცხა. მატჩი 1 საათი და 8 წუთი გრძელდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი ცუდად დაიწყო და თავისი ჩაწოდება წააგო, თუმცა უმალ უკუ-ბრეიკი შეასრულა და მატჩში დაბრუნდა.

ამის შემდეგ, ეკომ კიდევ ორი ბრეიკი შეასრულა და სეტი დამაჯერებლად მოიგო. გორგოძე მეორე სეტში უფრო დამაჯერებელი იყო და მეტოქის სამი ჩაწოდება მოიგერია.

ცნობისთვის, საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ეკო გორგოძე ამერიკელ მაკენა ჯოუნსს დაუპირისპირდება, რომელიც ATP რეიტინგში 243-ე ადგილს იკავებს.

კრისტალსპორტი - ეკატერინე გორგოძის გენერალური სპონსორი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნადალი: “აქამდე არ ვიცოდი შევძლებდი, თუ არა ისევ თამაშს“
ნადალი: “აქამდე არ ვიცოდი შევძლებდი, თუ არა ისევ თამაშს“