გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

თავდამსხმელის გაშვებას აპირებენ | მეცი მიქაუტაძის დასაბრუნებლად ემზადება

ფრანგულ პრესაში რამდენჯერმე დაიწერა, რომ „აიაქსის“ ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის იჯარით გადაყვანა მის ყოფილ გუნდს, „მეცს“ სურს. ფრანგული კლუბის მიზანი გარიგების ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დახურვაა და „მეცი“ მოლაპარაკებების დასაწყებად ემზადება.

ფრანგი ჟურნალისტის, იუსტინ ფავრის ინფორმაციით, „მეცის“ მმართველი საბჭო აპირებს, თავდამსხმელები, ოსკარ ესტუპინიანი და ბენჟამინ ტეტე გაუშვას, რათა მიქაუტაძისთვის ადგილი გამოთავისუფლდეს და მისი გადაბირების პროცესი გამარტივდეს. ფავრის მიხედვით, ფრანგული კლუბის ინტერესი სერიოზულია, მაგრამ ყველაფერი „აიაქსის“ სურვილზეა დამოკიდებული.

ფავრი დასძენს, რომ მიქაუტაძის დაბრუნება შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება თუ ესტუპინიანი ან ტეტე გუნდს დატოვებენ. კლუბის ხელმძღვანელობას ურჩევნია, ტეტე წავიდეს, მაგრამ განიხილავს ვარიანტს, რომლის მიხედვითაც, ორივე თავდამსხმელს შეელევა.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძეს „აიაქსში“ სათამაშო დრო არ ეძლევა და მის გარშემო შექმნილი სიტუაცია არც ჯონ ვან ‘ტსხიპის დანიშვნამ შეცვალა. „ალმერესთან“ მატჩში მან გიორგი ძირითად შემადგენლობაში დააყენა, მაგრამ პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა პოზიციაზე ითამაშებს ტუდორის გუნდში | Goal Italia-ს სტატია კვარაზე
რა პოზიციაზე ითამაშებს ტუდორის გუნდში | Goal Italia-ს სტატია კვარაზე