თავისივე რეკორდი გააუმჯობესა | ჯოკოვიჩი სეზონს პირველი ჩოგნის სტატუსით ასრულებს
Aa Aa
13 ნოემბერი 2023  |  16:35

თავისივე რეკორდი გააუმჯობესა | ჯოკოვიჩი სეზონს პირველი ჩოგნის სტატუსით ასრულებს

იტალიის ქალაქ ტურინში, ATP-ის შემაჯამებელი ტურნირი დაიწყო და ნოვაკ ჯოკოვიჩმა პირველი შეხვედრა ჰოლგარ რუნეს წინააღმდეგ გამართა. სერბმა ჩოგბურთელმა 3-სეტიან ბრძოლაში იმარჯვა და მეტოქეს 7:6 (4), 6:7 (1), 6:3 სძლია.

რუნესთან მოპოვებული გამარჯვების წყალობით, „ნოლე“ საჩოგბურთო სეზონს რეიტინგის პირველი ნომრის სტატუსით დაასრულებს. ჯოკოვიჩი სეზონის ბოლოს პირველი ჩოგანი კარიერაში მერვედ იქნება და თავისივე რეკორდს გააუმჯობესებს.

„ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩემი კარიერისა და ცხოვრების ამ ეტაპზე, სეზონის პირველი ჩოგნის სტატუსით დასრულება დაუჯერებელი რამაა. 2023 წლის დასაწყისში, ეს მიზანი ჩემს პრიორიტეტს არ წარმოადგენდა და უფრო მეტად დიდი სლემის ტურნირებზე ვიყავი ორიენტირებული. მიღწეული შედეგების წყალობით, განსაკუთრებით მეიჯორებზე, ქულები დავაგროვე და კარგ პოზიციაზე აღმოვჩნდი“, - განაცხადა ჯოკოვიჩმა.

ცნობისთვის, შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე „ნოლეს“ კიდევ ორი შეხვედრა ელის. 15 ნოემბერს, ჯოკოვიჩი იანიკ სინერს დაუპირისპირდება, რამდენიმე საათის შემდეგ კი სტეფანოს ციციპასს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„საკმარისია!“ - რა მოხდა ნაპოლისა და ემპოლის მატჩის შესვენებაზე
„საკმარისია!“ - რა მოხდა ნაპოლისა და ემპოლის მატჩის შესვენებაზე