უშანსოდ - თბილისის დინამო პრო რეკოსთან დამარცხდა
Aa
Aa

უშანსოდ - თბილისის დინამო პრო რეკოსთან დამარცხდა

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში თბილისის „დინამომ“ „პრო რეკოს“ უმასპინძლა და 9:16 დამარცხდა.

სამწუხაროდ, ქართულმა კლუბმა იტალიელებს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწია, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა.

მეორე მეოთხედი მთლიანად სტუმართა უპირატესობით წარიმართა - 4:1. განსხვავებული არც მესამე მეოთხედი იყო, სადაც „პრო რეკომ“ 5:2 გაიმარჯვა. ბოლო მეოთხედში კი თბილისელებმა გაიბრძოლეს, თუმცა იტალიელებმა მაინც 5:4 მოიგეს, საერთო ჯამში კი, როგორც უკვე მოგახსენეთ 16:9.

დიეან სტანოევიჩის გუნდის მხრიდან გოლები პიესივაცმა(4), ვაპენსკიმ, ტყეშელაშვილმა, ვლაჰოვიჩმა, ძიხწიარენკამ და ტანკოშიჩმა გაიტანეს.

ცნობისთვის, 4 ტურის შემდეგ, „დინამოს“ 4 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ქართული კლუბი „ოლიმპიაკოსს“ 22 ნოემბერს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები