ლოს ანჯელესის ოლიმპიადა
Aa
Aa

ძალოსნობა 2028 წლის ოლიმპიადაზე? - IOC განცხადებას ავრცელებს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭო 2028 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების საშეჯიბრო პროგრამაში ძალოსნობის ჩართვის წინადადებით გამოდის. ამის შესახებ ნათქვამია IOC-ის განცხადებაში:

„IOC-ის აღმასრულებელი საბჭო ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ძალოსნობის ჩართვის რეკომენდაციით გამოდის. IOC ყურადღებით გააგრძელებს თვალყური ადევნოს პარიზი 2024-ის ოლიმპიური თამაშების კვალიფიკაციებისას ანტიდოპინგური პროგრამის ეფექტურობას, ასევე ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) მმართველობაში ცვლილების განხორციელებას.“

2021 წელს IOC-მა ძალოსნობა 2028 წლის ოლიმპიური თამაშების ძირითად პროგრამაში არ შეიტანა. ორგანიზაციის მაშინდელი განცხადებით, IWF-ში აუცილებელი იყო დოპინგთან ბრძოლაში რეკომენდაციების შესრულება და ანტიდოპინგური სისტემის დამოუკიდებლობის წარმოჩენა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები