მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი
Aa
Aa

იბრაჰიმოვიჩი: “მანჩესტერის პრობლემა ტენ ჰაგი არ არის“

ზლატან იბრაჰიმოვიჩი კარიერის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ურთიერთობას არ წყვეტს. ლეგენდარული შვედი ცნობილ სპორტულ ჟურნალისტთან პირს მორგანთან იმყოფებოდა და სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

იბრაჰიმოვიჩი:

„როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავედი ყველასთან პრობლემა მქონდა. ჯანსაღი გარემო არ იყო და ყველა ცდილობდა იმ პერიოდისთვის მიებაძათ, რაც ფერგიუსონის დროს ხდებოდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. სერ ალექსს დიდ პატივს ვცემ და იმას, რასაც ის აკეთებდა, მაგრამ ხალხმა წარსული უნდა დაივიწყოს, აწმყოზე იფიქროს და საკუთარი ისტორია დაწეროს.

„იუნაიტედის“ გულშემატკივრები კლუბის მფლობელებზე ბრაზდებიან, მაგრამ ამის მიზეზს ვერ ვხედავ, რადგან გლეიზერები გუნდისთვის და ფეხბურთელებისთვის ძალიან ბევრ ფულს ხარჯავენ. ისინი ყველაფერს ცდილობენ. რეალურად, რა პრობლემაა „მანჩესტერ იუნაიტედში“ არ ვიცი.

სხვადასხვა წლებში „აიაქსსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ ვთამაშობდი. ახლა ტენ ჰაგი არის იმავე სიტუაციაში, თუმცა, როგორც მწვრთნელი. ამსტერდამში მას ახალგაზრდა ტალანტებთან ჰქონდა შეხება, ხოლო „მანჩესტერში“ განსხვავებული სიტუაციაა. აქ ჩამოყალიბებული ვარსკვლავები არიან და სიტუაცია ბევრად განსხვავებულია.

ჩემი აზრით, რაც ახლა „მანჩესტერში“ ხდება ტენ ჰაგის ბრალი არ არის. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი ადამიანის ბრალი ფიზიკურად ვერ იქნება. პასუხისმგებლობა ყველას უნდა დაეკისროს. „იუნაიტედი“ არის იმ კალიბრის გუნდი, რომელმაც ყველა ტურნირი უნდა მოიგოს, სადაც თამაშობს, მაგრამ ახლა ქალაქ მანჩესტერში სხვა გუნდი დომინირებს(„სიტი“).

ტენ ჰაგს დრო სჭირდება, რომ საჭირო გამოცდილება დააგროვოს და ვარსკვლავებს გაუმკლავდეს. პრობლემა ალბათ ის არის, რომ „მანჩესტერში“ დაუყოვნებლივ შედეგი სურთ და ექსპერიმენტების დრო არ არსებობს. თუ შედეგს ვერ დადებ, მაშინ შენს ნაცვლად სხვა მოვა.“

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი „წითელ ეშმაკებში“ 2016/2018 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ზლატანმა ინგლისური გუნდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 53-ჯერ მოირგო, 29 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. კარიერა კი მიმდინარე წელს „მილანში“ დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sky Sports: დე ლაურენტისი რომში კონტესთან შესახვედრად გაემგზავრა
Sky Sports: დე ლაურენტისი რომში კონტესთან შესახვედრად გაემგზავრა