ვილი სანიოლი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ირაკლი ლილუაშვილი
Aa
Aa

გოჩოლეიშვილის აგენტი: „მადლობა მხარდაჭერისთვის, გიორგი ყველაფერს მოედანზე დაამტკიცებს“

საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის „შახტარის“ ფეხბურთელი, გიორგი გოჩოლეიშვილი ოქტომბრის სანაკრებო განაცხადში ვერ მოხვდა. გულშემატკივართა გარკვეულ ნაწილში ამ ფაქტმა გაკვირვება გამოიწვია და ახალგაზრდა მოთამაშეს ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა.

მათთვის, ვისაც ვილი სანიოლის ნორვეგიასთან მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია ახსოვს, ეს ამბავი გასაკვირი არ იქნებოდა. სანიოლმა განაცხადა: „პირველ ტაიმში დაცვის მარჯვენა ფლანგზე პრობლემები გვქონდა, თუმცა, ცვლილებების შედეგად, მეორე ნახევარი უკეთესი იყო“. მარჯვენა მცველად სწორედ „შახტარის“ უნივერსალი მოქმედებდა, შესვენებაზე კი მამუჩაშვილით შეცვალეს.

22 წლის ფეხბურთელის აგენტი, ირაკლი ლილუაშვილი, „გოჩოლას“ გარშემო შექმნილ ვითარებას ეხმაურება. ლილუაშვილი გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის, ასევე, პატივისცემას გამოხატავს სანიოლის გადაწყვეტილების მიმართ და ამბობს, რომ გიორგი ყველაფერს მოედანზე დაამტკიცებს.

„ყველა ვაცნობიერებთ, რომ გოჩოლეიშვილს ოსლოში თავისი საუკეთესო მატჩი არ ჩაუტარებია და ეს ყველაზე უკეთესად თავად იცის, რაც მეტ მოტივაციას აძლევს. ასევე, პატივისცემას გამოვხატავთ სანიოლისა და მისი სტაფის გადაწყვეტილების მიმართ. სხვათა შორის, გიორგი ნაკრებში პირველად სწორედ მათ გამოიძახეს.

მოედანზე ნაჩვენები თამაშით შევეცდებით, ეროვნულ გუნდში თამაში ისევ დავიმსახუროთ. გიორგისთვის მთავარი ფეხბურთის თამაში და საქართველოს ნაკრების ღირსების დაცვაა, რასაც ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერი ფორმით აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს.

ასევე, უდიდეს მადლობას ვუხდით თითოეულ გულშემატკივარს, ვინც მას გვერდით დაუდგა და მხარდაჭერა გამოხატა. მისთვის ეს სიყვარული და თანადგომა ძალიან ბევრს ნიშნავს, ამ დამოკიდებულების დაბრუნებას მოედნიდან, თავისი თამაშით შეეცდება“, - აღნიშნა ლილუაშვილმა.

„საბურთალოს“ აღზრდილ მარჯვენაფლანგელს ნაკრებში დებიუტი 2022 წლის ნოემბერში, მოროკოსთან მატჩისას ჰქონდა. მას შემდეგ „ჯვაროსანთარიგებში 7-ჯერ ითამაშა - მის ანგარიშზე 1 მოპოვებული პენალტია.

გოჩოლეიშვილმა უკრაინის ჩემპიონატის ამ სეზონის 9-დან 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და აქტივში 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. მისი გუნდი ცხრილში მე-3 ადგილზეა, თუმცა პოტენციურად პირველზეა - ლიდერ „კრივბასზე“ 2 ქულითა და თამაშით ნაკლები აქვს. დასკვნითი 15 წუთი ითამაშა „პორტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში.

გიორგი გოჩოლეიშვილისაბურთალოდან“ დონეცკის „შახტარში“ გასული წლის დეკემბერში, 1 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პასუხი კითხვაზე | არის თუ არა იაშინი GOAT-ი მეკარეებში?
პასუხი კითხვაზე | არის თუ არა იაშინი GOAT-ი მეკარეებში?