ფუტსალი: საქართველოს დამაჯერებელი გამარჯვება ფინეთთან
Aa
Aa

ფუტსალი: საქართველოს დამაჯერებელი გამარჯვება ფინეთთან

ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში საქართველოს ნაკრებმა ფინეთს უმასპინძლა და უშანსოდ 5:2 დაამარცხა.

პირველ ტაიმში, ჩვენებურებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ფინელებსაც ჰქონდათ მომენტები, მაგრამ რიგ ეპიზოდებში კუპატაძე მოწოდების სიმაღლეზე იყო.

ანგარიში მე-9 წუთზე საიოტმა გახსნა. მე-16 წუთზე ფინელებმა ბურთ საკუთარ კარში ჩაჭრეს და პირველი ნახევარი 2:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში ბენიომ უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა, ხოლო ამის შემდეგ, სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს. ასათიანის შეგირდებს 2-ბურთიანი უპირატესობა არ აკმაყოფილებდათ და შეტევაში გააქტიურდნენ.

35-ე წუთზე ბენიომ დუბლი შეასრულა, ხოლო მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კუპატაძემ საკუთარი ნახევრიდან გაისროლა და 5:1 დააფიქსირა. თამაშის ბოლოს, ფინეთმა ერთი ბურთი გაქვითა და საბოლოო შედეგი 5:2.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, ასათიანის ნაკრებს 6 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. შემდეგ თამაშს საქართველო სტუმრად კლავ ფინეთის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უელსური მედია: “რევანში სამარცხვინო მარცხისთვის“
უელსური მედია: “რევანში სამარცხვინო მარცხისთვის“