საქართველომ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი უელსთან მარცხით დაასრულა
Aa
Aa

საქართველომ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი უელსთან მარცხით დაასრულა

საქართველოს ნაკრებმა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ბორჯღალოსნები“ უელსს დაუპირისპირდნენ და სამწუხაროდ 19:43 დამარცხდნენ.

პირველ ტაიმში, ძირითადად უპირატესობას უელსი ფლობდა. მე-16 და 23-ე წუთებზე საქართველოს ნაკრებს ლელო დაუდეს და შესაბამისად გარდასახვებიც უელსმა ზუსტად შეასრულა. ტაიმის მიწურულს, შარიქაძემ ერთი ლელო დადო და მატჩში გარდატეხა შეიტანა.

მეორე ნახევარი მაისაშვილის შეგირდებმა აქტიურად დაიწყეს, შეტევაში აქტიურად გადავიდნენ, თუმცა კონტრ-შეტევაზე ლელო მიიღეს და უელსი კიდევ უფრო წინ გავიდა.

ამის შემდეგ, საქართველო გააქტიურდა და ზედიზედ ორი ლელო დადო. თავი კარკაძემ და ნინიაშვილმა გამოიჩინეს, მაგრამ უელსი არ დანებდა და უფრო აქტიურად დაიწყო შეტევა. გატლანდის შეგირდებმა კიდევ ორი ლელო დადეს და მატჩის საბოლოო შედეგი 43:19 დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატზე „ბორჯღალოსნებმა“ 4 მატჩიდან 3 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს. მარცხი უელსთან, ფიჯისთან და ავსტრალიასთან, ხოლო ფრე პორტუგალიასთან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მარადონას თავი დავანებოთ და კვარას ზედმეტი წნეხის ქვეშ ნუ მოვაქცევთ“
„მარადონას თავი დავანებოთ და კვარას ზედმეტი წნეხის ქვეშ ნუ მოვაქცევთ“