საქართველოს 20-წლამდე რაგბის ნაკრები
Aa
Aa

ოთხი ლელო და სანუგეშო ქულა - 20-წლამდე ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

2025 წლის მსოფლიოს 20-წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა მარცხით დაიწყო. მთავარი მწვრთნელის, ლადო კილასონიას მომზადებული გუნდი ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, იტალიის ქალაქ კალვიზანოში ირლანდიელებს დაუპირისპირდა და 7-ქულიანი სხვაობით, 28:35 დამარცხდა. ჩვენი გუნდისთვის ამ შეხვედრაში პოზიტივი მხოლოდ ის იყო, რომ მეტოქის ჩათვლის მოედანი ოთხჯერ ავიღეთ და სანუგეშო ქულა მოვიპოვეთ.

სამატჩო შემადგენლობაში ათი მორაგბე იყო ისეთი, რომელთაც ერთი წლის წინ გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ასპარეზობის გამოცდილება ჰქონდათ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქე ანგარიშში წინ იყო და როგორცკი „უმცროსი ბორჯღალოსნები“ სხვაობას შეამცირებდნენ, „აირიშები“ მაშინვე უპირატესობას ზრდიდნენ. ოთხიდან ორი ლელო საქართველოს ნაკრების რიგებში გიორგი სპანდერაშვილმა დადო, თითოჯერ კი მეტოქის ჩათვლის მოედანი გაგი მარგველაშვილმა და შოთა ხელაძემ აიღეს - გარდასახვები ოთხივე შემთხვევაში ზუსტად ლუკა თაყაიშვილმა შეასრულა.

მომდევნო, მეორე ტურში საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ახალ ზელანდიას შეხვდება. თამაში 4 ივლისს, თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კოკერილი: „ქართველებს სამშობლო უყვართ და რაგბის გულიანად თამაშობენ“
კოკერილი: „ქართველებს სამშობლო უყვართ და რაგბის გულიანად თამაშობენ“