ვასილ ლობჟანიძე, ლუკა მატკავა, ვახტანგ აბდალაძე
Aa
Aa

სამი ლელო ორ შეხვედრაში - რვა ქართველი ერთ მატჩში

საფრანგეთის როგორც უმაღლეს, ასევე პირველ ლიგაში ქართველი მორაგბეები სოლიდურად არიან წარმოდგენილნი, რისი ყველაზე კარგი დასტურიც PRO D2-ის რიგით მე-3 ტურის ერთი შეხვედრა გახლდათ. „ოიონა“ – „ორიაკის“ (52:17) მატჩში მოედანზე საერთო ჯამში 8 ქართველი მორაგბე ვიხილეთ, საიდანაც ორმა მათგანმა თავი მეტოქის ჩათვლის მოედნის აღებით გამოიჩინა.

„ოიონას“ რიგებში თითო ლელო ვასილ ლობჟანიძემ (32-ე წუთი) და ლუკა მატკავამ (58-ე წუთი) დადეს, რითაც საკუთარი გუნდის გამარჯვება დიდწილად განაპირობეს. ვასილი მთავარმა მწვრთნელმა 64-ე წუთზე შეცვალა, ხოლო ლუკამ სრულად ითამაშა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ „ორიაკის“ შემადგენლობა 1-დან მე-4 ნომრამდე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული და ამ გუნდის ღირსებას ირაკლი მჭედლიძე, ლუკა ნიორაძე, გიორგი ქართველიშვილი და გურამ ღანიაშვილი იცავდნენ. მათ გარდა ორიაკელთა სასტარტოში გახლდათ მე-15 ნომრის პოზიციაზე თედო აბჟანდაძე, ხოლო თადარიგში მყოფი ბასა ხონელიძე მოედანზე 52-ე წუთზე ნიორაძის ნაცვლად გამოჩნდა.

ქართველის მიერ დადებული კიდევ ერთი ლელო გულშემატკივრებმა „ბრივი“ – „ნისას“ (38:17) მატჩში იხილეს, სადაც მასპინძელთა რიგებში თავი ვახტანგ აბდალაძემ გამოიჩინა, რომელიც 49-ე წუთზე შეცვალეს. აბდალაძის გარდა სასტარტოში იყო კონსტანტინე მიქაუტაძე და ის 49-ე წუთზე გავიდა, თუმცა მცირე შესვენების შემდეგ, 73-ე წუთზე მოედანს დაუბრუნდა. მათ გარდა „ბრივის“ ღირსებას იცავდა გიორგი შველიძე, რომელიც მწვრთნელმა 61-ე წუთზე შეცვალა.

ცნობისათვის, სამი ტურის შემდეგ საფრანგეთის რანგით მეორე, PRO D2-ის გათამაშების სატურნირო ცხრილს 14 ქულით „ოიონა“ ლიდერობს, რომელიც მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ „ბრივსა“ და „პროვანს რაგბის“ ქულით უსწრებს. რეგლამენტის თანახმად რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ 16 გუნდიდან 6 საუკეთესო ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეი ოფის პრინციპით განაგრძობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგ ფორმაშია - მატკავას მორიგი ლელო საფრანგეთში
კარგ ფორმაშია - მატკავას მორიგი ლელო საფრანგეთში