კარგი მატჩი ჰქონდა - ბექა გორგაძის პირველი ლელო მიმდინარე სეზონში
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში, TOP 14-ში, მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელშიც ქართველი მორაგბის გუნდი მორიგი გამარჯვებით გამოირჩა.
„პომ“ საკუთარ მოედანზე „ბაიონას“ უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 70:28 დაამარცხა. მასპინძლებმა მატჩში საერთო ჯამში 10 ლელო გაიტანეს, მათ შორის ერთი საქართველოს ნაკრების წევრისა და „პოს“ კაპიტნის, ბექა გორგაძის ანგარიშზეა.
გორგაძემ მიმდინარე სეზონში პირველი ლელო გაიტანა და თავისი გუნდის შთამბეჭდავ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
„პომ“ ჩემპიონატი იდეალურად დაიწყო — ორ ტურში ორი გამარჯვება აქვს და 10 ქულით TOP 14-ის სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას.