კარგ ფორმაშია - მატკავას მორიგი ლელო საფრანგეთში
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში, PRO D2-ში, სეზონის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა, ქართველ მორაგბეებს კი ამჯერადაც არ ჩაუვლიათ ლელოების გარეშე.
ტურის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მატჩი „ოიონასა“ და „ორიაკს“ შორის შედგა. „ოიონამ“ საკუთარ მოედანზე მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით 52:17 დაამარცხა.
მასპინძელთა წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ლუკა მატკავამა, რომელმაც ლელო გაიტანა და ექვსივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა. „ოიონის“ რიგებში ლელოთი თავი ასევე ვასილ ლობჟანიძემაც გამოიჩინა.
„ორიაკის“ მხრიდან ქართველი ლეგიონერი თედო აბჟანდაძე აქტიური იყო სტანდარტულებიდან — მან ორი გარდასახვა და ერთი ჯარიმა ზუსტად შეასრულა.
ცნობისთვის, მატკავასთვის სეზონის სტარტი განსაკუთრებით პროდუქტიული გამოდგა. სამი ტურის შემდეგ ქართველ მორაგბეს 32 ქულა, 2 ლელო, 2 ჯარიმა და 8 ზუსტად შესრულებული გარდასახვა დაუგროვდა.