UEFA  საქართველოს და სომხეთის ფუტსალის ნაკრებების დასჯას გეგმავს
Aa
Aa

UEFA საქართველოს და სომხეთის ფუტსალის ნაკრებების დასჯას გეგმავს

ცნობილი ესპანური ვებ გვერდი Relovo სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ უეფა საქართველოსა და სომხეთის ფუტსალის ნაკრებების დასჯას გეგმავს.

ამის მიზეზად ნაკრებებში მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ ტაუნდში პორტუგალისა და ფინეთთან შეხვედრებში ზედმეტად ბევრი ნატურალიზებული მოთამაშის გამოყენება სახელდება. საქართველოს ნაკრებთან მიმართებით საუბარია 8 ბრაზილიელებზე, სომხების შემთხვევაში კი 7 ბრაზილიელი და 2 რუსი.

სარჩელი პორტუგალიამ და ფინეთმა შეიტანა. მათი მტკიცებით, ნატურალიზებულ მოთამაშეებს ადგილობრივ ლიგებში არასდროს უთამაშიათ, რაც უეფას წესების (ნატურალიზაციის) დარღვევაა.

წყარო წერს, რომ უეფა ნატურალიზების წესის გასამკაცრებლად ემზადება და მალე ამასთან დაკავშირებით განცხადებაც გაკეთდება. თუ ყველაფერი ასე მოხდა, საქართველოსა და სომხეთს ზემოხსენებულ ორივე მატჩში წაგება 0:5 ჩაეწერებათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სომხეთის ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატის ელიტ რაუნდის E ჯგუფში პორტუგალიასთან და ფინეთთან ერთად იმყოფებიან. ავთანდილ ასათიანის გუნდმა შინ სომხეთს 2:1 მოუგო, სტუმრად კი მოქმედ ჩემპიონ პორტუგალიასთან 2:4 დამარცხდა.

აქვე გეტყვით, რომ მესამე-მეოთხე ტურის მატჩებს საქართველოს ნაკრები ფინეთთან ორ შეხვედრას გამართავს. 7 ოქტომბერს, ავთანდილ ასასთიანის გუნდი ფინეთს თბილისის სპორტის სასახლეში უმასპინძლებს, 11 ოქტომბერს კი, მეტოქეს ქალაქ ტურკუში დაურპირისპირდება. მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ფუტსალის ნაკრები 16 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თუ დარჩენა უნდა - დე ლაურენტისი ზიელინსკის ხელფასის შემცირებას სთხოვს
თუ დარჩენა უნდა - დე ლაურენტისი ზიელინსკის ხელფასის შემცირებას სთხოვს