ლამინ იამალმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა
ლამინ იამალი ჩემპიონთა ლიგაზე „პორტუ“ „ბარსელონას“ მატჩში სასტარტო შეხვედრაში მოხვდა და რეკორდის ავტორიც გახდა.
იამალი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა - „პორტუსთან“ მატჩის მომენტში იგი 16 წლის და 83 დღის იყო.
მანამდე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სასტარტო მოთამაშის სტატუსი „ანდერლეხტის“ ყოფილ ფეხბურთელს, სელესტინ ბაბაიაროს ეკუთვნოდა - მან პირველი მატჩი სასტარტოდან 16 წლისა და 86 დღის ასაკში ჩაატარა.
ცოტა ხნის წინ, „ბარსელონამ“ იამალს კონტრაქტი 2027 წლამდე გაუხანგრძლივა. მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება.
იამალი 2013 წლიდან „ბარსას“ აკადემია ლა მასიაში იზრდება. „ბლაუგრანას“ ახალგაზრდული და B გუნდიც გამოიარა, 2023 წლიდან კი ძირითადი გუნდის წევრია. ამ სეზონში მან ლა ლიგაში 8 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.