შოთა არველაძე
Aa
Aa

ახალი ვარიანტი | არველაძეს თურქული კლუბი დაუკავშირდა

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, შოთა არველაძის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნით თურქული კლუბი ინტერესდება. Samsunhaber-ის ინფორმაციით, შოთის კანდიდატურას „სამსუნსპორი“ განიხილავს, რომელმაც ახლახან ჰუსეინ ეროღლუ გაათავისუფლა და მის შემცვლელს აქტიურად ეძებს.

Samsunhaber-ის მიხედვით, „სამსუნსპორმა“ ადგილობრივ მწვრთნელებს შორის ვერ იპოვა, რაც სურდა და უცხოელ სპეციალისტებზე გადაერთო. ერთ-ერთი, ვისაც თურქული კლუბი დაუკავშირდა, არველაძე გახლავთ. პირველი კონტაქტი პოზიტიური იყო, მაგრამ ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა და Samsunhaber-ი ვარაუდობს, რომ ვითარება მალე შეიცვლება.

ცნობისთვის, „სამსუნსპორმა“ თურქეთის ჩემპიონატის 2023-24 წლების სეზონი საშინლად დაიწყო და 6 შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა აიღო. „სამსუნსპორს“ ზედიზედ 5 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოა, მისი მომდევნო მეტოქე კი „რიზესპორი“ გახლავთ.

არველაძეს რაც შეეხება, მას თურქულ კლუბებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს, შოთი „კაისერისპორის“, „ქასიმფაშასა“ და „ტრაბზონსპორის“ თავკაცი გახლდათ. ბოლოს იგი „ჰალ სიტიში“ მუშაობდა, მაგრამ „ვეფხვებთან“ თანამშრომლობის შეწყვეტა მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის ვალენსიას მთავარი პრობლემა | გასულ სეზონშიც იგივე ხდებოდა
მამარდაშვილის ვალენსიას მთავარი პრობლემა | გასულ სეზონშიც იგივე ხდებოდა